„აკრძალული ლიტერატურა”
1. გენიალური ამერიკელი მწერლის – მარკ ტვენის მიერ 1884 წელს დაწერილი – „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”, რომელიც თავდაპირველად სასკოლო მასალას წარმოადგენდა ამერიკის რიგ სკოლებში, ამოღებულ იქნა სწავლებიდან იმ მიზეზით, რომ ნაწარმოებში რასისტული სიუჟეტები ფართოდ იყო განვრცობილი.
* * *
2. ცნობილი ანგლო-ამერიკელი მწერლის და საზოგადო მოღვაწის, ათეისტური ტრადიციის ერთ-ერთი ფუძემდებლის ამერიკაში – ტომას პეინის 1794 წელს დაწერილი ნაშრომი – „გონების საუკუნე” შეიცავს თემას, სადაც გონების ძალა უპირისპირდება რელიგიურ ცდუნებას, აკრძალული იქნა ეკლესიის მიერ, როგორც ღვთისმგმობი ლიტერატურა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. „ნეკრონომიკონი” – ცნობილი ამერიკელი მწერლის და “ქთულჰუს” მითოლოგიის ფუძემდებილის – ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის (1890-1937 წლები) ნაწარმოებია. იგი აკრძალულ იქნა რომის პაპის – გრიგოლ IX-ეს მიერ. თარგმანით „ნეკრომერონი” აღნიშნავს – „მიცვალებულთა წიგნს”. დღესდღეობით ამ წიგნის სულ რამდენიმე ეგზემპლარია შემორჩენილი. ისინი დაცულია – ბრიტანეთის მუზეუმში, ჰარვარდის უნივერსიტეტში, ბუენოს-აირესის ბიბლიოთეკასა და საფრანგეთის ეროვნულ მუზეუმში. (ავტორი გენია.ჯი)