“ბარდო ტოდოლი” – (ტიბეტური მიცვალებულთა წიგნი)
“ბარდო ტოდოლი” - იგივე “ტიბეტური მიცვალებულთა წიგნი”,ტიბეტური ბუდისტური რელიგიის მიხედვით წარმოადგენს,ადამიანთა გზას მისი ფიზიკური გარდაცვალების შემდეგ.ამ დროს გარდაცვლილის სული გადის ეტაპებს (ბარდოებს),მის რეინკარნაციამდე და ქვეყანას მეორეჯერ მოვლინებამდე სულ სხვა ფორმით. (ავტორი გენია.ჯი) წიგნში გადმოცემული არის სპეციალური სწავლება და რეკომენდაციები,თუ როგორ უნდა გადალახოს თითოეული ბარდო (ეტაპი),გარდაცვლილთა სულებმა.ხშირ შემთხვევებში იქ დაწერილი წინადადებები გაუგებარია ადამიანისათვის,რადგან იგი გარკვეული ასოციაციების მიხედვით არის გადმოცემული და მათ თავისებური სპეციფიკური ახსნა სჭირდებათ.პირველად – “ბარდო ტოდოლი” ევროპულ ენაზე თარგმნა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა – ევანს-ვენცემმა 1919 წელს.მისი სათაურიდან გამომდინარე უამრავი მკითხველი დაინტერესდა ამ წიგნით.მის გაშიფვრასა და შესწავლაში უამრავი ფსიქოლოგი და სპეციალისტი ჩაერთო,რომელთაც გასაგებ ენაზე გადმოსცეს იგი.თუმცა ყველაზე სრულყოფილად “ბარდო ტოდოლი” თარგმნა ტიბეტელმა სწავლულმა – ლამა ნამკაია ნორბუმ.აღნიშნული წიგნი დღესაც დიდ ინტერეს იწვევს ბუდისტური რელიგიის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველში. (ავტორი გენია.ჯი)