“ტონდო”

“ტონდო” - ინგლისურ ენაზე “Tondo”,წარმოადგენს იტალიური სიტყვის Rotondo-ს შემოკლებულ ვარიანტს,რომელიც სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს – მრგვალს.”ტონდო” გახლავთ მრგვალი ფორმების მქონე სურათი ან ბარელიეფი,რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა რენესანსის ეპოქის იტალიაში,უფრორე ფლორენციაში,სადაც იგი პირველად “ინტერნაციონალური გოთიკის” პერიოდში გამოჩნდა (1380-1430 წლები). (ავტორი გენია.ჯი)

აღნიშნული არტ-ხელოვნების პირველ მიმდევრად მიჩნეულია გენიალური იტალიელი ფერმწერი და ფლორენციული სამხატვრო სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი – მაზაჩო.

“კვატროჩენტოს ეპოქაში” (XV საუკუნე),”ტონდო”-ს იყენებდნენ,ისეთი გენიალური ხელოვანები,როგორებიც გახლდნენ: ფილიპო ლიპი,ფრა ანჟელიკო,დომენიკო ვენეციანო და სხვები.ძირითადად “ტონდო”-ზე გამოსახავდნენ რელიგიურ სიუჟეტებს.განსაკუთრებით კი “წმინდა მარიამს,ახალშობილი ყრმით”.

ზემოთ აღნიშნული “ტონდო”-ს ვარიანტები,ძირითადად დამახასიათებელი იყო – სანდრო ბოტიჩელის,ფილიპო ლიპის,დომენიკო გირლანდაოს და სხვათა დიდებული შემოქმედებისათვის.

შედარებით თანამედროვე ეპოქის “ტონდო”-ს,თაყვანისმცემლები გახლდნენ – გენიალური მიქელანჯელო (მადონა დონი) და რაფაელი (მადონა ალბა),რომლებმაც არაერთი საყოველთაოდ ცნობილი “ტონდო” შექმნეს.გარდა იტალიისა “ტონდო” გამოიყენებოდა ფრანგ,ნიდერლანდელ და სხვა მხატვართა შემოქმედებებში,მათ შორის მხატვარ-მანერისტების შემოქმედებებში.