მარკუს ულპიუს ტრაიანე – “ეპიზოდი”
რომის ისტორიას უამრავი ისეთი იმპერატორი და მმართველი ახსოვს,რომლებმაც უარყოფითად დაიმკვიდრეს თავი ისტორიაში.თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც და მათ შორის რომის იმპერატორი - მარკუს ულპიუს ტრაიანე (53-117 წლები).ყველასათვის ცნობილია,რომ იგი რომის ომპერატორ ნერვას შვილობილი გახლდათ.მან 96 წელს,მამობილის სიკვდილის შემდეგ დაიკავა ტახტი.წარმოშვებით ტრაიანე ესპანეთიდან იყო.იგი გახლდათ პირველი იმპერატორი რომისა,რომელიც პროვინციელი იყო. (ავტორი გენია.ჯი) ტრაიანეს მმარველობა,იმ უიშვიათეს მოვლენას განეკუთვნებოდა,როდესაც იმპერატორი რომის ყველა მოქალაქეს უყვარდა.პროვინციალებს – წარმატებული მმართველობისთვის,ქალაქელებს მისი რბილი და კეთილშობილური ხასიათის გამო,სენატს დემოკრატიული მართველობისათვის,ჯარს კი სიმამაცისათვის.ტრაიანე გახლდათ ძალიან თავმდაბალი პიროვნება.მისი ერთადერთი მიზანი იმპერიის მოქალაქეთათვის საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გაუმჯობესება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ტრაიანეს მართველობის პერიოდში,რომის იმპერიამ კვლავ განაახლა საკუთარი საზღვრების გაზრდა (რაც იმ პერიოდისათვის უკვე იშვიათობას წარმოადგენდა).დაიკავა დაკია,თუმცა ვეღარ შესძლო სპარსებისათვის პართიის წართმევა.მოსახლეობა მარკუს ულპიუს ტრაიანეს მოიხსენიებდა,როგორც – “საუკეთესო პრინცი,რომის მთელი ისტორიის მანძილზე”. (ავტორი გენია.ჯი) მისმა თავმდაბლობამ იგი გარკვეულწილად მოაქცია კიდეც იულიუს კეისრის ჩრდილში,თუმცა ტრაიანე საქვეყნო საქმეს ჩუმად და ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებდა,რასაც მის მიმართ ხალხის უდიდესი სიყვარულიც თან ახლდა.მისი გარდაცვალების შემდეგ (117 წლის 8/9 აგვისტო),იგი რომაელმა ხალხმა გააღმერთა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)