“ჩარუას ხალხი”
“ჩარუას ხალხი” - გახლდათ ეთნიკური ჯგუფის ხალხი, მცხოვრები თანამედროვე ურუგვაის (ლა-პლატას აღმოსავლეთით),არგენტინის (ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით) და ბრაზილიის დასავლეთით ტერიტორიებზე.მათი სალაპარაკო ენა განეკუთვნებოდა ტუპი-გუარანის სალაპარაკო ენათა ჯგუფს,რომელიც თავის მხრივ გავრცელებული იყო სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთიდან,საფრანგეთის გვიანამდე და ურუგვაის დასავლეთამდე.სულ ამ ჯგუფის ენაში 30 ენა იყო გაერთიანებული. (ავტორი გენია.ჯი) ისტორიული წყაროებისთვის ზუსტად დაუდგენელია,ევროპელების პირველი შეხვედრა ჩარუას ხალხთან.როგორც ვარაუდობენ თავდაპირველად “ჩარუას ხალხს” შეხვდა ან პორტუგალიელთა,ან კიდევ ესპანელთა ექსპედიცია – ხუან დიას დე სოლისის,ხელმძღვანელობით.თუმცა ცნობილია,რომ ევროპელ კოლონიალისტებს “ჩარუას ხალხმა” დიდი წინააღმდეგობა გაუწია,რასაც დიდი მსხვერპლიც თან ახლდა.ევროპელ კოლონიანისტებთან 1831 წლის სალსიპუედესთან გადამწყვეტი ბრძოლის დროს,ჩარუას ხალხის მებრძოლთა თითქმის მთელი შემადგენლობა დაიღუპა.ხოლო გადარჩენილთა მცირე ნაწილი კი საფრანგეთში იქნენ გადაყვანილი 1833 წელს,რამაც შემდგომ მათი ასიმილაცია გამოიწვია სხვა ხალხებთან.ბრძოლაში გადარჩენილი ერთი მებრძოლის – ტაკუაბეს,ძეგლი კი დღესაც დგას ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში.მიუხედავად იმისა,რომ ეს ხალხი აღარ არსებობს,როგორც ერთიანი ხალხის ჯგუფი,მათი შთამომავლები ურუგვაისა და არგენტინის პროვინცია ენტრე-რიოსში,მცირე რაოდენობით მაინც შემორჩენილია.ურუგვაიში ერთ-ერთ საფეხბურთო კლუბს – Los Charruas ეწოდა. (ავტორი გენია.ჯი)