გაბონი
გაბონი - გახლავთ სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში.ჩრდილოეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება ეკვატორული გვინეა,ჩრდილოეთიდან კამერუნი,აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან კონგო,ხოლო დასავლეთიდან ატლანტის ოკეანე.ქვეყნის დედაქალაქი ლიბრევილია 578,156 მაცხოვრებლით.მოსახლეობა გაბონისა 1,454,867 ადამიანია,რითიც იგი სხვა ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელთან 150-ე ადგილზე აყენებს.ფართობი 267,668 კვადრატული კილომეტრია,რაც ასევე სხვა ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებლებთან 74-ე ადგილზე აყენებს.ქვეყნის ოფიციალური სალაპარაკო ენა ფრანგულია. (ავტორი გენია.ჯი) ეროვნული ვალუტა კი გაბონის ფრანკია.იგი წარმოადგენს საპრეზიდენტო რესპუბლიკას.ქვეყნის უმთავრესი სახელმწიფოებრივი დოკუმენტი 1961 წელს მიღებული კონსტიტუციაა,რომელშიც შესწორებები სამჯერ შევიდა (1975,1991 და 2003 წლებში).ქვეყანას განაგებს პრეზიდენტი,რომელსაც 7 წლის ვადით ირჩევენ,თუმცა 2003 წლიდან კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით საპრეზიდენტო ვადა განუსაზღვრელად შეიძლება გაგრძელდეს.პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერს და მინისტრთა კაბინეტს.საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანი პარლამენტია,რომელიც თავის მხრივ შედგება ეროვნული კრებისა და სენატისაგან.ეროვნულ კრებას 5 წლის ვადით,ხოლო სენატსმათ მოსახლეობა 6 წლის ვადით ირჩევს.ადმინისტრაციულად გაბონი 9 პროვინციად იყოფა,ხოლო თავად პროვინციები კი 37 დეპარტამენტად.ძირითადი მასა მოსახლეობისა ბანტუს ჯგუფისაგან შედგება.უმეტესი ნაწილი მოსახლეობისა ქრისტიანია,54% კათოლიკეა,19% პროტესტანტი,24% ადგილობრივი რელიგიის მიმდევარია,ხოლო 1% კი სუნიტი მუსულმანია.ქვეყნის მოსახლეობის 84 % ქალაქის მაცხოვრებელია,ხოლო 16% კი სოფლის.ლიბრევილის გარდა დიდი ქალაქებია – პორტ ჟანტილი,ფრანსვილი,ოემი და მოანდა.პირველი მაცხოვრებლები უგანდისა პიგმეები იყვნენ.პირველი ევროპელები გაბონში 1472 წელს პორტუგალიელი კაპიტანის პუი დე სიკეირუს მეთაურობით გამოჩნდნენ,რომელმაც უწოდა კიდეც ამ ქვეყანას გაბონი,რაც პორტუგალიურად ლაბადას აღნიშნავს. (ავტორი გენია.ჯი) XVII-XVIII საუკუნეებში გაბონთან ვაჭრობა დაიწყო ნიდერლანდებმა,ინგლისელებმა,ფრანგებმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა.XVIII საუკუნეში გაბონის სანაპიროებზე ცამოყალიბდა ორუნგუს სამეფო,რომელიც აფრიკის კონტინენტის სავაჭრო ცენტრადაც იქცა.1839 წლიდან კი გაბონი საფრანგეთის გავლენის ქვეშ ექცევა და მის ერთ-ერთ კილონიად იქცევა.დამოუკიდებლობა ქვეყანამ 1960 წელს მოიპოვა და მას შემდეგ სუვერენული სახელმწიფოა.კლიმატი გაბონში ეკვატორული და სუბეკვეტორულია,ყველაზე დიდი მდინარე ოგოვოა და გაბონი საერთოდ მდიდარია წყლის რესურსით.ფლორა და ფაუნა ქვეყნისა ერთ-ერთი უმდიდრესი და ულამაზესია.ექსპორტზე გაბონს გააქვს – ნავთობი,ხე-ტყე,მარგანეცი,ურანი და სხვა პროდუქტი.მისი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორები არაიან – ამერიკა,ჩინეთი,იაპონია,საფრანგეთი და ესპანეთი.გაბონი გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი ქვეყანა. (ავტორი გენია.ჯი)
გაბონის ეროვნული გერბი
გაბონის დედაქალაქი – ლიბრევილი
გაბონი – პოლიტიკურ რუკაზე