მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო – “ეპიზოდი”
გენიალური იტალიეტი მხატვარის - მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოს შესახებ,იტალიის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია,რომ მათ მიაგნეს დიდი მხატვრის,მანამდე დაკარგულ ნეშტს,პორტო ეკოლეს უძველეს სასაფლაოზე.ნეშთის აღმოჩენის შემდეგ ჩატარებული კვლევების შედეგად იდენტიფიცირებულ იქნა კარავაჯოს ნეშთის უტყუარობა.დიდი მხატვრის შესახებ უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობაა შემონახული.ზოგიერთი ვერსიით,იგი გამოირჩეოდა ალკოჰოლისადმი დიდი სიყვარულით,რასაც ყოველთვის თან ახლდა დებოშები და სკანდალები.სწორედ ასეთი ცხოვრების სტილმა მოიტანა მას საბოლოოდ დიდი უბედურება.1606 წლის 20 მაისს მხატვრის ცხოვრებაში ის განსაკუთრებული შემთხვევა მოხდა,რამაც ძირფესვიანად შეცვალა მისი მომავალი. (ავტორი გენია.ჯი) ბურთის თამაშის დროს,სადაც ჩართული იყო კარავაჯოც,მოხდა საშინელი ჩხუბი,რომლის შედეგად დაიღუპნენ მისი მოწინააღმდეგეები – ანტონიო ბამონი და მხატვარი რაკუჩო თამაზაკა.ჩხუბის დროს მძიმედ დაიჭრა თავში,თავად კარავაჯოც.იგი იძულებული გახდა დამალულიყო.შედეგად ქალაქიდან გაიქცა კიდეც.კარავაჯო გარდაიცვალა 1610 წლის 18 ივნისს.მისი სიკვდილის შესახებ კი უამრავი ჭორ-მართალი დადიოდა.იყო მოსაზრება,რომ კარავაჯო მალარიის შედეგად გარდაიცვალა,ასევე მუსირებდა ვერსია იმის შესახებ,რომ შურისძიებას ემსხვერპლა.მისი ცხედარი მხატვრის ახლობლებმა საიდუმლოდ დაკრძალეს პორტო ეკოლეს სასაფლაოზე და მას შემდეგ,იგი საუკუნეების მანძილზე მივიწყებულ იქნა.მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოს საფლავი,მხოლოდ 400 წლის შემდეგ იქნა აღმოჩენილი იტალიელი მკვლევარების მიერ. (ავტორი გენია.ჯი)