ვარძია
ვარძია - გახლავთ საქართველოს ისტორიის,კულტურისა და რელიგიის უძვირფასესი ძეგლი.იგი წარმოადგენს ქართველი ხალხის გენიალურ ქმნილებას,რომელსაც დღესაც აღტაცებაში მოჰყავს თანამედროვე მსოფლიო საზოგადოება.ვარძია,ის გენიალური ქმნილებაა,რომელმაც გაუძლო დროისა და ქარტეხილების უამრავ შემოტევას.ნიმუში ხელოვნებისა,კულტურისა,რელიგიისა და ქართველთა გენიალურობისა.ნიმუში იმისა თუ რაოდენ რთულ ბუნებრივ პირობებში შექმნა იგი ჩვენმა ერმა თავის დასაცავად მომხვდურებისგან,რომელიც არასდროს გვაკლდა ჩვენს ისტორიაში,რომელსაც “ქვათა ღაღადიც” კი შეიძლება უწოდოს კაცმა. (ავტორი გენია.ჯი) ვარძია გახლავთ კლდეში ნაკვეთი სატაძრო კომპლექსი,რომელიც მდებარეობს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მხარეში სამცხე-ჯავახეთში,მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე,ასპინძის რაიონში.იგი გახლავთ XII-XIII საუკუნეების სამონასტრო ანსამბლი,ვარძიის სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე ტუფბრექიჩიების შერეულ კლდეში (სიგრძე 500 მეტრამდეა), განლაგებულია ცამეტ სართულად.შედგება ისტორიულად ჩამოყალიბებული 2 ნაწილისაგან – ვარძიის მონასტრისა და უფრო ადრინდელი ხანის (X-XII საუკუნეები) კლდის სოფლის ანანურისაგან. მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა.თავად სახელის წარმოშვება,ერთ ისტორიას უკავშირდება: ”მეფე გიორგი დიდებულებთან ერთად სანადიროდ ამოსულა, მეფეს თავისი ასული – პატარა თამარიც თან წაუყვანია.ნადირობა დაიწყო ნადირობით გატაცებულ მეფესა და მის მხლებლებს ბავშვი აღარ მოჰგონებიათ. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა.შეწყდა ნადირობა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. – სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულში გზა აბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა “აქ ვარ ძია!”,და დაერქვა ამ ადგილს “ვარძია”.”მდინარე მტკვრის ხეობის ერთ მაღალ კლდესთან ვარძიის გამოკვეთა დაიწყეს.კლდე იფშვნებოდა და გამოქვაბულთა კვეთა გაძნელდა სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საღამო ჟამს, მშენებლებმა იარაღი იქვე კლდესთან დააწყვეს და დაღლილები სახლებში წავიდ- წამოვიდნენ. მეორე დილით სამუშაოდ მოვიდნენ, მაგრამ იარაღი ადგილზე აღარ დახვდათ.დიდი ძებნის შემდეგ იარაღი ახლანდელ ვარძიის კლდესთან იპოვეს.გაკვირვებულნი უკან დაბრუნდნენ და განაგრძეს გამოქვაბულთა კვეთა. საღამოს იარაღი კვლავ იქვე მიატოვეს.მესამე დილით იგივე ამბავი განმეორდა. იარაღი ისევ ნაცნობ კლდესთან გადატანილი აღმოჩნდა.ახლა კი მიუხვდნენ განგებას.ამიტომ ვარძია ამ კლდეში გამოკვეთეს,ხოლო ძველ მიტოვებულ ადგილს ამ ხნიდან ნავარძიევი ეწოდება.” “მტერს რომ არ შეეტყო თამარ მეფის ადგილსამყოფელი, ვარძიაში თამარის ბრძანებით სამასსამოცდახუთი ოთახი იყო გამოკვეთილი,იმდენი ოთახი,რამდენი დღეცაა წელიწადში; ყოველდღე თითო ოთახი იკვეთებოდა და მშენებლობა ერთ წელიწადში დამთავრდა.”ვარძიის შესახებ ამბებში საგულისხმოა სამი მომენტი: მონასტრის დაარსების დაკავშირება მეფე გიორგი III-თან და განსაკუთრებით,თამარ მეფის სახელთან; ვარძიის მშენებლობის ადგილის შეცვლა და აქ მონასტრის დაარსებამდე ძველი გამოქვაბულების არსებობა.სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა.პირველ ეტაპზე,გიორგი III-ის მეფობის წლებში (1156-1184 წლები),შემუშავდა გეგმა და გამოიკვეთა პირველი სენაკები ეკლესიითურთ.მეორე ეტაპზე (1184-1185 წლებში) არსებული გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა.თამარ მეფის მითითებით ჩატარდა მონასტრის ცენტრის რეკონსტრუქცია,კლდეში გამოკვეთეს ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი სტოა-პორტიკით.ტაძარი მოხატა მხატვარმა გიორგიმ,მხატვართა ჯგუფმა ქართლის ერისთავის რატი სურამელის თაოსნობითა და სახსრებით.მწსამე ეტაპზე (1185-1203 წლებში) დამთავრდა სათავსებისა და მონაზონთა სენაკების, აგრეთვე თავდაცვით და საირიგაციო ნაგებობათა გამოკვეთა. IV ეტაპი დაკავშირებულია 1283 წლის მიწისძვრასთან. აქ ბექა ჯაყელი-ციხისჯვრელის ათაბაგობის ხანაში (1285-1306 წლები) ააგეს ორთაღიანი ნაგებობა სტოა-პორტიკის გასამაგრებლად და ორსართულიანი მოჩუქურთმებული სამრეკლო. მშენებლობის V ეტაპზე,ივანე ათაბაგის დროს,შეიქმნა დიდი სატრაპეზო. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213 წლებში) აკურთხეს.სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.ვარძიის ხუროთმოძღვრება დაფუძნებულია წინასწარ შემუშავებულ კომპოზიციურ იდეაზე – მრავალსართულად გამოკვეთილი ანსამბლი განლაგებულია კლდის უბის სიღრმეში ჩასმული ცენტრის – ტაძრის გარშემო.მთელი მონასტერი სამხრეთ მხარესაა მიმართული და საცხოვრებლები კლდის სიღრმეში სამხრეთიდან ჩრდილოეთითაა გამოკვეთილი. მონაზონთა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი პალატები 2-3 და 4 ოთახისაგან შედგება და ერთმანეთთან დაკავშირებულია კარიბჭეებთან შექმნილი საგანგებო გასასვლელებით.მონასტერში 120 საცხოვრებელი კომპლექსის 420 სათავსოა,25 მარანი 185 ქვევრით.საცხოვრებელი კომპლექსები შედგება ერთ ღერძზე განლაგებული კარიბჭის, საცხოვრებლისა და საკუჭნაოსაგან. კარიბჭე მთავარი არქიტექტურული ელემენტია,რომელიც ვარძიას მის წინამორბედ უდაბნო-მონასტრებისაგან განასხვავებს.კარიბჭის ფართო თაღი ერთადერთი და მთავარი არქიტექტურულ-ტექნიკური ელემენტია მონასტრის ფასადის გაფორმებაში.საცხოვრებელი თუ საზოგადო დანიშნულების სათავსები ტექნიკურად მაღალ დონეზეა შესრულებული.ერთხანს ვარძიაში მოღვაწეობდა იოანე შავთელი,რომელმაც იქ შექმნა “გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი”.ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII საუკუნე).ვარძიის მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო,იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა.მონღოლთა ბატონობის ხანაში (XIII საუკუნის II ნახევარში) ვარძიელი ბერ-მონაზვნები აქტიურად იბრძოდნენ სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურის გადასარჩენად.1151 წელს მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია და დაანგრია. (ავტორი გენია.ჯი) ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი,ოქროსა და ფოლადის კარები და კულტურის სხვა მრავალი განძი მტერმა გაიტაცა.
ვარძიის ტაძრის მოხატულობა ქართული მონუმენტური ფერწერის მნიშვნელოვანი ძეგლია. ქართული კედლის მხატვრობის კვლევისათვის იგი დიდმნიშვნელოვანია ზუსტი თარიღის გამო. ვარძია არ გამოირჩევა მდიდრული მორთულობით, ერთადერთი სამკაულია სამლოცველოთა კედლის მხატვრობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და კარიბჭის მოხატულობა (1184-1186 წლებში), სადაც იესო ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია გიორგი III-ისა და თამარ მეფის პორტრეტები,აგრეთვე ქართლის ერისთავი რატი სურამელი.ვარძია “… საკვირველებას წარმოადგენს. მიუვალობით ის ალექსანდრეს კედელს და ხეიბერის კოშკს ედრება…”-ასე წერდა ვარძიის შესახებ სპარსეთის სეფევიდების დინასტიის მემატიანე, XVI საუკუნის ისტორიკოსი ჰასან ბეგ რუმლუ თავისი ნაწარმოების “ახსან-ათ-თავარიხის” (“უმშვენიერესი ისტორიათაგანი”) ფურცლებზე. დადგენილია,რომ ხეობა მტკვრის ორივე მხარეს მჭიდროდ იყო დასახლებული უკვე ენეოლითის ხანაში, არქეოლოგიური სამუშაოების დროს ტერასებზე და ბორცვებზე მიკვლეულია პირველყოფილი თემური საზოგადოების ენეოლით – ბრინჯაოს და გვიან – ბრინჯაოს ეპოქათა ძეგლები, მათ შორის ყორღანული სამარხები. ამ ტიპის ძეგლების შესწავლამ გამოავლინა თრიალეთის კულტურის გავრცელების არეები. “ქართლის ცხოვრებაში” პირდაპირი ცნობებია, რომ მონასტრის შენება მეფე გიორგი III დროს დაწყებულა და შემდგომ თამარის მეფობის დროს დასრულდა. თამარ მეფის დროინდელი მემატიანე ვრცლად და მხატვრულად მოგვითხრობს ვარძიის დაარსებას. ამ უდიდესი სამეფო მონასტრის შექმნას უკავშირებს იგი თამარ მეფის მოღვაწეობის დახასიათებას საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობის დარგში – ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ადგილის შერჩევა განპირობებული იყო კლდის საუკეთესო სამშენებლო თვისებებით, ხელსაყრელი ადგილმდებარეობით,საყოფაცხოვრებო,სამხედრო თვალსაზრისით და, აგრეთვე, აქ სასმელი წყლის არსებობით.მშენებლობის პირველი ეტაპია გიორგი III (1156 – 1184) მეფობის წლები,ჩანაფიქრი და მშენებლობის გეგმის შემუშავება მის სახელთანაა დაკავშირებული.იმავე დროსაა გამოკვეთილი პირველი საცხოვრებელი სახლები წყაროს მახლობლად.მშენებლობის მეორე ეტაპი თავსდება გიორგი III სიკვდილისა და თამარ მეფის ქორწინებას შორის (1184 – 1186 წლები).თამარ მეფის მითითებით თავდაპირველი გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა.წყაროსთან, უკვე იქ არსებულ გამოქვაბულთა ადგილზე,შეიქმნა მონასტრის ცენტრი – კლდეში გამოკვეთილი ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი, მოხატული ქართლის ერისთავის რატი სურამელის ინიციატივითა და სახსრებით. ეს გამოირკვა ქტიტორთა პორტრეტულ გამოსახულებებთან არსებული წარწერების წაკითხვის შედეგად.ვარძია,როგორც მონასტერი, ცნობილია ტაძრის კურთხევის მომენტიდან და მისი პოპულარობა განუხრელად იზრდება.მშენებლობის მესამე ეტაპი მოიცავს წლებს ტაძრის მოხატვას და ბასიანის ბრძოლას შორის (1186 – 1208 წლები).მთავრდება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარშემო მონაზონთა კლდის სახლების, თავდაცვითი სამალავის და რთულ საირიგაციო ნაგებობათა – წყალსადენის გვირაბისა და სარწყავი არხის – გამოკვეთა.1203 წელს მონასტერმა სრული ბრწყინვალებით მიიღო საქართველოს ყველა კუთხიდან შეკრებილი მრავალრიცხოვანი ლაშქარი. აქვე მობრძანდა თამარ მეფე. ვარძიიდან საომრად გასულმა ქართველებმა სძლიეს მუსლიმანთა კოალიციის ოთხასათასიანი ლაშქარი ბასიანის ბრძოლაში.მემატიანეს ცნობით ვარძიის სახელს და ვარძიის ღვთისმშობელს უკავშირდება ყველა ძლევამოსილი ომები,რომელთაც იმ ეპოქაში აწარმოებდა საქართველო მაჰმადიანთა ექსპანსიის წინააღმდეგ. ამგვარად, XII – XIII საუკუნეთა მიჯნაზე,ვარძია მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრია. 1283 წელს მომხდარმა მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ვარძიას. (ავტორი გენია.ჯი) ამ სტიქიური უბედურების შემდეგ მონასტრის ნაწილობრივ აღდგენას უკავშირდება მშენებლობის მეოთხე ეტაპი,ათაბაგ ბექა ჯაყელ-ციხისჯვარელის დროს (1285 – 1306 წლები).ამ წლებში,მიუხედავად მონღოლთა ბატონობისა, ვარძიის მონასტერი წინანდებურად მდიდარია და კვლავ ახდენს დიდ გავლენას ქვეყნის ცხოვრებაზე. XV – XVI საუკუნეები ქვეყნის შინაგანი რღვევისა და ირან-თურქეთის მხრივ საქართველოს დაპყრობის უკიდურესად აგრესიული მისწრაფების ხანაა. ვარძიას თვით უხდება თავდაცვითი ბრძოლების წარმოება. იგი საიმედო დასაყრდენია საქართველოს მეფისათვის ქვეყნის გაერთიენებისათვის წარმოებულ ბრძოლაში.1551 წელს მონასტერში გამაგრებული ქართლის მეფის ლუარსაბ I სამხედრო ძალები იგერიებდნენ სპარსეთის ჯარების შემოტევას.სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა თვით გამოქვაბულებში,ამაზე წერს XVII საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანისძე.მესხეთი 1578 წელს თურქეთის ბატონობაში მოექცა.თურქეთის წყობილების შემოღების შემდეგ ეკლესია და სამღვდელოება იდევნება,მონასტრები ცარიელდება,მონაზვნები თავშესაფარს იმერეთსა და ქართლში ეძებენ. ვარძიის გაუკაცრიელებული გამოქვაბულები ინგრევა.დიდებულმა სავანემ არსებობა შეწყვიტა.რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829 წლებში) შემდეგ ვარძია კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით,ვარძიის უნიკალური,კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი ქართული კულტურის,ისტორიის,ხელოვნებისა და რელიგიის თვალწარმტაცი ქმნილებაა.მას არაერთმა ქართველმა მწერალმა თუ პოეტმა უგალობა,მათ შორის დიდმა ქართველმა პოეტმა და პროზაიკოსმა – გრიგოლ აბაშიძემ:
“იდგა,
ვით ცაში დაკიდებული
და გავდა ხომალდს -
მაღალ ანძიანს,
ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული,
გამოკვეთილი კლდეში ვარძია.
ათასი კიბით,
ათასი ხვრელით,
ჟღერდა,
მღეროდა სიცოცხლე ქვიდან
და შემართული ოსტატის ხელი
მართლაც ხელთუქმნელ სასწაულს ქმნიდა.
ჰკვეთავდა ნათელ გუმბათს მარჯვენა.
ხატავდა მაღალ თაღებს ოცნებით.
და კლდის სიღრმიდან ცად გასაფრენად
ფრთებს ისწორებდნენ ანგელოსები.
იდგა ქალაქი ურიცხვი მღვიმით -
ქალაქი კლდეში გამოქვაბული
და ბნელ ღამეში გამომკრთალ ღიმილს
ჰგავდა ვარძიის წყარო ზღაპრული:
ირგვლივ მესხეთის ტურფა მთა-ბარი
ჰყვაოდა
მართლა გასაოცრადა…
აქ ფეხშიშველი იდგა თამარი
და ომში წასულ ლაშქარს ლოცავდა.
თვით ემხობოდა
დამამხობელი,
ვინც საქართველოს
ორმოს უთხრიდა,
და გამარჯვების
მახარობელი
აქეთ მოჰქროდა
ოთხივ კუთხიდან.
იდგა,
ვით ცაში დაკიდებული
და გავდა ხომალდს -
მაღალ ანძიანს,
ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული
გამოკვეთილი კლდეში ვარძია.
“გრიგოლ აბაშიძე”