იცით თუ არა,რომ
1. ლეგენდის თანახმად – “ბუდას” 40 კბილი ჰქონდა.
2. სულხან-საბა ორბელიანის შესახებ,ფრანგმა მისიონერმა რიშარმა,ფრანგ მინისტრს მოახსენა,რომ მას ქართველი ხალხი “საკუთარ მამად” მოიხსენიებდა. (ეს ის პერიოდია,როდესაც სულხან-საბა საფრანგეთის მეფესთან შეხვედრას ლამობდა).
3. წყლის სამყაროში ყველაზე დიდხანს მაცხოვრებელი თევზი ზუთხია,რომელიც ხშირ შემთხვევაში 152 წელიც კი ცოცხლობს. (ავტორი გენია.ჯი)
4. მსოფლიოს საუკეთესო საძიებო სისტემას – Google-ს თავდაპირველად Bachkrub-ი ერქვა,თუმცა მალევე შეუცვალეს სახელი.
5. ჩინეთში 2008 წლის ოლიმპიადის პერიოდში,4000 ახალშობილს – “ოლიმპიური თამაშები” დაარქვეს.
6. გამოჩენილი ფრანგი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი ჟან პოლ სარტრი ჩე გევარას – “XX-ე საუკუნის ყველაზე სრულყოფილ ადამიანს” უწოდებდა.
7. ამერიკული ფარმაცევტული კომპანიები,ორჯერ მეტ თანხას ხარჯავენ რეკლამაში,ვიდრე ახალი პრეპარატების გამოკვლევებში.
8. ისტორიული ფაქტია,რომ ვიკინგები იმოსებოდნენ მგლის ბეწვით და ბრძოლის წინ,საბრძოლო სულის ამაღლებისათვის მგლის სისხლსაც სვამდნენ.რადგან ისინი ფიქრობდნენ,რომ ეს მათ ძალასა და ენერგიას შემატებდათ.
9. ესპანელი დიქტატორი ფრანცისკო ფრანკო,საკუთარ თავს “El Caudillo”-ს ეძახდა,რაც “ლიდერს” აღნიშნავს. (ავტორი გენია.ჯი)
10. ცნობილმა ამერიკელმა ვუნდერკინდმა,რომელიც გამოირჩეოდა საოცარი მათემატიკური და ლინგვისტური უნარების ცოდნით – უილიამ ჯეიმს სიდისმა (1898-1944 წლები).1909 წელს 11 წლის ასაკში,მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტში – ჰარვარდში ჩაირიცხა.