ართურ არდენი
ართურ არდენი - დაიბადა 1865 წლის 12 ოქტომბერს ინგლისის ულამაზეს ქალაქში -მანჩესტერში.იგი გახლდათ დიდი ინგლისელი ბიოქიმიკოსი და “ნობელის პრემიის ლაურეატი” (1929 წელი),შვედ ბიოქიმიკოსთან ეილერ-კეპლიგთან ერთად – “შაქრის ფერმენტაციისა და ფერმენტული დუღილის გამოკვლევებისათვის”.1882 წლიდან 1886 წლის ჩათვლით,ქიმიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებას შეისწავლიდა მანჩესტერისა და ვიქტორიის უნივერსიტეტებში.1887-1888 წლებში სწავლა განაგრძო ერლანგენის უნივერსიტეტში (გერმანიაში),სადაც მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. (ავტორი გენია.ჯი) 1888 წელს მუშაობას იწყებს ვიქტორიის უნივერსიტეტში.1897 წლიდან კი უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა ქიმიის ლაბორატორიას.1902 წელს მუშაობას იწყებს სპირტის დუღილის ბიოქიმიურ კვლევებზე,რომელსაც შემდგომ მთელი სიცოცხლის მანძილზე აგრძელებს.1906 წელს ინგლისელ ფიზიოლოგთან – უილიამ მედოკ ბეილისთან ერთად აარსებს ჟურნალს – “Biochemical Journal”,რომელშიც ფართოდ იყო მიმოხილული ქიმიის მეცნიერება.1909 წელს კი ართურს ირჩევენ “ლონდონის სამეფო საზოგადოების” წევრად.1907 წლიდან სათავეში ჩაუდგა ბიოქიმიის განყოფილებას,რომელსაც 1930 წლამდე ხელმძღვანელობდა.ართურ არდენი გარდაიცვალა 1940 წლის 17 ივნისს ბორნ-ენდში,ბაკინჰემშირის საგრაფოში. (ავტორი გენია.ჯი)