ძველი რომი – “ეპიზოდი”
ძველ რომში არსებობდა კანონი,რომლის თანახმადაც პირს,რომელსაც ჰყავდა მონა (ან მონები) შეეძლო თავისი სურვილის შემთხვევაში გაენთავისუფლებინა იგი.ასეთი “კეთილშობილური” საქციელის ჩადენა,მონის მეპატრონეს შეეძლო მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ კი ის,რომის ბიუჯეტში შეიტანდა საკმაოდ სოლიდურ თანხას. (ავტორი გენია.ჯი) ასეთ გადასახადს,იმ პერიოდისათვის – “თავისუფალ გადასახადს” (manumisions) უწოდებდნენ.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ბევრი მდიდარი რომაელი,მონების განთავისუფლებით ხაზს უსვამდა საკუთრ სიმდიდრეს და ბევრად კეთილშობილ ადამიანად წარმოადგენდა თავს.ასეთი კეთილშობილური საქციელი,სამწუხაროდ უიშვიათესი მოვლენა გახლდათ მდიდარი რომაელებისათვის.რომაული კანონმდებლობის თანახმად,თავად მონასაც კი შეეძლო საკუთარი თავის გამოსყიდვა და თავისუფლების მოპოვება.თუმცა ცხადია,რომ მას ამის ელემენტალური საშუალება არ გააჩნდა.შესაბამისად,აღნიშნულ კანონს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.ფაქტიურად ეს კანონი,მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ კანონადვე დარჩა კიდეც,რადგან ისტორიაში არ არსებობს არც ერთი დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი,მონის მიერ საკუთარი თავისუფლების გამოსყიდვისა.ამ მიზეზთა გამო,ნებისმიერი მონა,მხოლოდ ბატონის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. (ავტორი გენია.ჯი)