იცით თუ არა,რომ
1. სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული,გენიალური ესპანელი მხატვრის – სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი დომენეკის (1904-1989 წლები),იგივე სალვადორ დალის,ზედსახელი – Avida Dollars გახლდათ,რაც თარგმანით – “დოლარებზე გაგიჟებულს” აღნიშნავს.
2. კორეელები ძაღლის ხორცს საკვებად იყენებენ.სახორცე ჯიშის ძაღლებს ისინი ჯოხის თავში ჩარტყმით კლავენ იმის გამო,რომ ამ დროს ცხოველის ორგანიზმი მასიურად გამოყოფს ადრენალინს და შესაბამისად,რაც უფრო დიდია მათი ტკივილი,მით უფრო გემრიელი ხორცი აქვთ მათ. (ავტორი გენია.ჯი)
3. მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელს საქართველოში და დიდ ქართველ მამულიშვილს – იაკობ გოგებაშვილს,ასევე დიდი ქართველი მამულიშვილი და მგოსანი – აკაკი წერეთელი – “წარსულის შვილს,აწმყოს მამასა და მომავლის გადიას” უწოდებდა.
4. რადგან,მსოფლიოში ცნობილი – “პანამის არხი”,ძირითადად ბარით გაიჭრა,1903 წელს პანამის ეროვნულ გერბზე ერთ-ერთ სიმბოლოდ დატანილ იქნა “ბარი”-ს გამოსახულება.
5. “მეტი შავი ქვა პარტიას!” – ასეთი უცნაური ლოზუნგი გააჩნდა კომუნისტური მმართველობის ეპოქაში ტყიბულელ მეშახტეებს.
6. საბჭოთა მარქსისტი რევოლუციონერი და თეორიტიკოსი – ლევ ტროცკი,ფრანგულენოვან გაზეთ “ფიგაროში” გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა,რომ ქართველის მოსვლით კრემლში (იგულისხმება სტალინი. ავტორი გენია.ჯი),იწყება რუსეთის იმპერიის აღდგენაო”.
7. გენიალურ ქართველ მსახიობს – აკაკი ვასაძეს,სიკვდილის წინ უკუთხავს: “ნეტავ,იქ თეატრი არსებობს?”
8. 1800 წლის 3 ივნისს,ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდა “თეთრი სახლის” მშენებლობა.
9. 1794 წლის 4 ივნისს,ფრანგი ქალი ქალაქ ლიონიდან – მარი ტიბლი,გახლდათ ისტორიაში პირველი მანდილოსანი,რომელიც საჰაერო ბურთით აფრინდა.
10. 1929 წლის 7 ივნისს,ოფიციალურად ჩამოყალიბდა – ვატიკანის სახელმწიფო,”ლატერანის ხელშეკრულების” საფუძველზე.