“სოლიფსიზმი”
“სოლიფსიზმი” - ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა: solus აღნიშნავს – ერთს,ხოლო ipse აღნიშნავს – თვითონს.იგი გახლავთ სუბიექტური იდეალისტური ფილოსოფიური თეორიის უკიდურესად რადიკალური ფორმა,რომლის თანახმადაც უარყოფილია ობიექტური რეალობის არსებობა.სოლიფსიზმი ერთადერთი ნამდვილად არსებული ინდივიდუალური ცნობიერებაა.არსებობს მხოლოდ “მე”,ხოლო გარესამყარო, მათ შორის სხვა ადამიანებიც,მისი წარმოდგენაა.ასეთია სოლიფსიზმის ძირითადი პრინციპი. (ავტორი გენია.ჯი) “სოლიფსიზმი” თანამიმდევრული ფორმით მეტად იშვიათად გვხვდება ფილოსოფიის ისტორიაში.იგი იმდენად აშკარად ეწინააღმდეგებოდა მეცნიერებასა და ადამიანის პრაქტიკულ საქმიანობას,რომ მის პირდაპირ დაცვას თითქმის არავინ ცდილობდა.ამიტომ იგი უმთავრესად არსებობდა როგორც სუბიექტური იდეალიზმიდან გამომდინარე შედეგი.ცნობილმა ფრანგმა ექიმმა,მეცნიერმა და მოაზროვნემ – კლოდ ბრიუნემ,რომელიც ქადაგებდა სოლიფიზმს,ამ ფილოსოფიური მოძღვრების შესახებ 1703 წელს გამოსცა ბროშურა,სახელწოდებით – “ახალი მეტაფიზიკის პროექტი”.ეს პროექტი გახლდათ ყველაზე დიდი ბიბლიოგრაფიული იშვიათობა,სადაც ბრიუნე თავის ფილოსოფიურ ხედვებს აყალიბებდა.1704 წელს მან მეორე ბროშურაც გამოაქვეყნა.ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი და ენციკლოპედისტი კრისტიან ფონ ფოლფი თავის ნაშრომში – “ეგოისტი წერდა,რომ სოლიფსიზმი,ისეთივეა,როგორიც რადიკალური სუბიექტური იდეალიზმი.”სოლიფსიზმის” ფილოსოფიურ ხედვებს უარყოფდა მრავალი გამოჩენილი ფილოსოფოსი.მათ შორის,გენიალური გერმანელი ფილოსოფოსი – არტურ შოპენჰაუერი,რომელიც “სოლიფსიზმს” – შეშლილობასაც კი უწოდებდა.მისი აზრით სოლიფსზმის ეთიკურ ფორმებში,ყველაზე რეალურად წამოჩინებული იყო – ეგოიზმი და ეგოცენტრიზმი,რაც თავის მხრივ მიუღებელია ადამიანთა უმრავლესობისათვის. (ავტორი გენია.ჯი)