სალვადორ დალი – “ჯვარცმა,ანუ ჰიპერბოლური სხეული”

“ჯვარცმა,ანუ ჰიპერბოლური სხეული” - წარმოადგენს გენიალური ესპანელი მხატვრის,ფერმწერის,გრაფიკოსისა და სკულპტორის – სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი ი დომენეკის (1904-1989 წლები),მიერ 1954 წელს ზეთის საღებავით ტილოზე შესრულებულ შედევრს.სურათის სიმაღლე 194,5 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 126 სანტიმეტრი.წარმოდგენილ სურათზე გამოსახულია ჰიპერკუბი (ჯვრის რეალური სახის ნაცვლად),რომელზეც ჯვარცმული სახითაა წარმოდგენილი იესო ქრისტე. (ავტორი გენია.ჯი) ამგვარად მხატვარი უპირისპირდება გეომეტრიულ ფორმებს,რითაც სურათზე ბადებს განსაკუთრებულად მძაფრ სიუჟეტს.უკანა ხედზე გამოსახულია სალვადორ დალის სახლთან ახლოს მდებარე (კატალონიაში) – პორტ ლიგატის ყურე,სადაც მხატვრის გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა კიდეც მისი მუზეუმი.ტილოზე გამოსახული მანდილოსანი,სალვადორ დალის მეუღლე – გალაა.დღესდღეობით “ჯვარცმა,ანუ ჰიპერბოლური სხეული” წარმოდგენილი და დაცულია ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკის,საყოველთაოდ ცნობილ – Museum of metropolity-ში. (ავტორი გენია.ჯი)