ჟან-პოლ შარლ ემარ სარტრი – “ეპიზოდი”
დიდმა ფრანგმა ეგზისტენციალისტმა ფილოსოფოსმა,დრამატურგმა და ნოველისტმა - ჟან-პოლ შარლ ემარ სარტრმა (1905-1980 წლები),სიკვდილის წინა დღეებში ოჯახისაგან მოითხოვა,რომ მისი გარდაცვალების შემდეგ,დაკრძალვა ყოველგვარი პომპეზურობისა და ხალხმრავალი ცერემონიების გარეშე მოეწყოთ.ამ თხოვნიდან რამდენიმე დღის შემდეგ,სარტრი (1980 წლის 15 აპრილს) პარიზში აღესრულა. (ავტორი გენია.ჯი) მისი დაკრძალვის ცერემონია ოჯახმა,დიდი ფილოსოფოსის ანდერძის შესაბამისად წარმართა.სამგლოვიარო პროცესიას მხოლოდ მისი უახლოესი ნათესავები ესწრებდნენ.თუმცა,მაშინ,როდესაც ჟან-პოლ შარლ ემარ სარტრის დაკრძავის პროცესია პარიზის ქუჩებში გავიდა,იმ მცირერიცხოვან მონწილეებს 50 000 მდუმარე პარიზელი შეუერთდა.ამ უზარმაზარმა მასამ,მისი ცხედარი საფლავამდე მდუმარედვე მიაცილა და ამ ფორმით,ვალი მოიხადა უდიდესი ფრანგის დამსახურებების წინაშე. (ავტორი გენია.ჯი)