აჰმედ სალმან რაშდის ბიოგრაფიიდან…
უნდური წარმომავლობის მქონე,ცნობილ ბრიტანელ მწერალსა და ესეისტს - აჰმედ სალმან რაშდის,პირველი დიდ წარმატება და “ბუკერის ლიტერატურული პრემია”,1981 წელს მოუტანა რომანმა – “შუაღამის შვილები”.გარდა ამისა,იგი ავტორია ისეთი ცნობილი რომანებისა,როგორებიცაა – “მავრის ბოლო ოხვრა” და “სატანური ლექსები”. (ავტორი გენია.ჯი) მის მიერ 1988 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა – “სატანური ლექსები”,ინდოეთის,სუდანის,საუდის არაბეთისა და სხვა მუსულმანური ქვეყნების დიდ პროტესტი გამოიწვევია.შესაბამისად,მისი გავრცელება ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში უმკაცრესად აიკრძალა.ნაწარმოები მიჩნეულ იქნა მათი რწმენის დიდ შეურაცყოფად.ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა რუჰოლა ჰომეინმა – აჰმედ სალმან რაშდი საჯაროდ შეაჩვენა და მას კატეგორიულად აუკრძალა მუსულმანურ ქვეყნებში ჩასვლაც კი.ასევე შეაჩვენა ყველა ის,ვინც მონაწილეობა მიიღო ამ წიგნის დაბეჭდვასა და გავრცელებაში.მანვე მოუწოდა სრულიად მუსულმანურ სამყაროს ანალოგიური გადაწყვეტილება მიეღოთ,როგორც რომანის,ასევე მისი ავტორის მიმართაც.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ თუ კი ირანში ვინმეს აღმოუჩენდნენ რაშდის “სატანურ ლექსებს”,ის უცილობლად სიკვდილით დაისჯებოდა.სხვადასხვა რადიკალურმა ისლამურმა დაჯგუფებებმა კი,მისი ფიზიკურად განადგურებისათვის დააწესეს პრემია 2,8 მილიონი დოლარის ოდენობით. (ავტორი გენია.ჯი) რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებები ნადირობდნენ,არა მარტო აჰმედ სალმან რაშდიზე,არამედ მის გამავრცელებლებზეც.მათ მიერვე მოკლული იქნა “სატანური ლექსების” იაპონურ ენაზე მთარგმნელი; დაჭრეს ერთ-ერთი იტალიელი მთარგმნელი და ნორვეგიელი გამომცემელი.ინგლისში აფეთქებულ იქნა მაღაზია,რომელშიც რაშდის რომანი იყიდებოდა.ამ ფაქტების გამო,დიდ ბრიტანეთსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც შეწყდა.რადიკალური ისლამისტების მიერ,სიკვდილის განაჩენის გამოტანის გამო,იგი საზოგადოებაში უიშვიათესად ჩნდებოდა და ფაქტიურად მიმალვაში უწევდა ცხოვრება.2007 წლის 16 ივლისს აჰმედ სალმან რაშდს ბრიტანეთში მიანიჭეს “რაინდის” წოდება,რამაც კიდევ ერთხელ გამოიწვია მღელვარება მუსულმანურ სამყაროში.2010 წელს მწერალმა გამოსცა რომანი – “ბრძოლა და ცხოვრების ცეცხლი”,რომელსაც იგი 20 წლის მანძილზე წერდა. (ავტორი გენია.ჯი)