ნიკოლაი ჩაუშესკუს უსაყვარლესი ძაღლი – “კორბუ”

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია,რომ რომის “შეშლილმა” და შლეგმა იმპერატორმა – კალიგულამ,საკუთარ ცხენი სენატორის ტიტულით დააჯილდოვა.შემდეგ ამასაც აღარ შეეპუა და ულაყი – “ინციტატუსი” – “ყველა ღმერთების განსახიერებადაც” წარმოაჩინა. (ავტორი გენია.ჯი) ანალოგიური შემთხვევები ცხოველების გაფეტიშებისა,მსოფლიო ისტორიაში არაერთხელ დაფიქსირებულა.ამა თუ იმ ქვეყნის მმართველი,თავიანტ საყვარელ ცხოველებს,განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებდნენ.ასევე იყო,რუმინეთის ყოფილი დიქტატორს - ნიკოლაი ჩაუშესკუს (1918-1989 წლები),შემთხვევასიც.მას,ინგლისში ერთ-ერთი ვიზიტისას აჩუქეს ლაბრადორის ლეკვი,რომელსაც სახელად -კორბუ” უწოდა.აღსანიშნავია,ის გარემოება,რომ ჩაუშესკუს იმდენად შეუყვარდა იგი,რომ საყვარელ ცხოველს,ოფიციალურად მიანიჭა პოლკოვნიკის ჩინი. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,დიდი პრივილეგიებითაც სარგებლობდა რუმინეთში – კორბუ.იგი დაჰყავდათ სპეციალურად დაჯავშნული ლიმუზინით; კვებავდნენ იმ საუკეთესო საკვებით,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ინგლისში იყიდებოდა.ასეთ საკვებს ჩაუშესკუს ძაღლისათვის,თავად რუმინეთის ელჩი (ინგლისში) ყიდულობდა,რის შემდეგაც სამშობლოში დიპლომატიური ფოსტის მეშვეობით აგზავნიდა.კორბუს,მომვლელად,მთელი მომსახურე პერსონალი ჰყავდა მიჩენილი.მას ემსახურებოდნენ ქვეყნის საუკეთესო ვეტერინარები.ნიკოლაი ჩაუშესკუსა და მისი მეუღლის დახვრეტის შემდეგ – “კორბუს’ შესახებ ინფორმაციები აღარ გავრცელებულა და უცნობია მისი “ბედი”. (ავტორი გენია.ჯი)