“ინკების ფოსტა” – (ჩასკის მომსახურება)
ინკების იმპერიის უნიკალურ ცივილიზაციას,საკმაოდ ორიგინალური საფოსტო მომსახურება გააჩნდა.მიუხედავად იმისა,რომ იგი სპეციალურად სამოქალაქო სექტორისთვის გათვლილი არ ყოფილა,სახელმწიფო საფოსტო მომსახურება,საკმაოდ მაღალ დონეზე ჰქონდათ ორგანიზებული.სახელწოდებად,ინკები – “ჩასკის მომსახურებას” უწოდებდნენ.სავარაუდოდ,ასეთი საფოსტო მომსახურების მეთოდი,თავდაპირველად შემოტანილ იქნა,ინკების მეცხრე მართველის – პაჩაკუტის ზეობის პერიოდში.იგი,ინკების იმპერიას მართავდა 1438-1471 წლებში.მან მმართველობა,ჩანკას ხალხზე გამარჯვებით დაიწყო.საფოსტო კურიერების მომზადების კურსს ინკები დიდ ყურადღებას უთმობდნენ.ისინი ამ პროფესიისათვის პატარაობიდანვე ზრდიდნენ მომავალ ფოსტალიონებს.მათ სპეციალური კურსი ჰქონდათ სირბილში სავარჯიშოდ.ამას კი კურიერისათვის უდიდესი დანიშნულება ჰქონდა,რადგან ესა თუ ის საფოსტო გზავნილი,თავის დროზე და რაც შეიძლება სწრაფად მიეტანათ ადრესატამდე დროულად მიეტანათ.20 წლის ასაკიდან კურსებგავლილი ახალგაზრდა,ინკევის საფოსტო სამსახურის ოფიციალური თანამშრომელი ხდებოდა.წერილის გადაცემის სტრუქტურა კი შემდეგი იყო: ვთქვათ,დანიშნულების ადგილი იყო 30 კილომეტრი; ამ შემთხვევაში ერთი კურიერი გადიოდა 5 კილომეტრს,სადაც სპეციალური ჯიხური იყო აღმართული (სადგური),იქ მას ხვდებოდა მეორე კურიერი,რომელსაც გადასცემდა წერილს; მეორე კურიერი მესამეს გადასცემდა წერილს,მესამე მეოთხეს და ასე შემდეგ.სწორედ ამ მეთოდით მიდიოდა ესა თუ ის სახელმწიფოებრივი დოკუმენტი დანისნულების ადგილზე.ზოგიერთ შემთხვევაში კურიერს წერილს არ ატანდნენ და მას ზეპირად გადასცემდნენ იმას,რაც დანიშნულების ადგილას უნდა გადაეცა ადრესატისათვის. (ავტორი გენია.ჯი) ინკები,ფოსტალიონებს - “ჩასკებს” უწოდებდნენ.ჩასკებს უფლება არ ჰქონდათ ნელი სიარულით ევლოთ დავალების შესრულებისას და მითუმეტეს არ ჰქონდათ უფლება შესვენებისა,მანამ,სანამ წერილს ადრესატს არ გადასცემდნენ.მათ დანიშნულების ადგილამდე სირბილით უნდა ევლოთ.აღსანიშნავია,რომ ინკების იმპერია,კიტოდან კუსომდე 2000-2500 კილომეტრზე იყო გადაჭიმული და გავითვალისწინოთ ისიც,თუ როგორ ბუნებრივ პირობებში უწევდათ მათ ამის გაკეთება.თუკი ქვეყანას საფრთხე დაემუქრებოდა,ამ შემთხვევაში ინკებს ჰქონდათ სპეციალური სიგნალები,რომლებსაც დღის განმავლობაში ერთმანეთს კვამლით გადასცემდნენ,ხოლო ღამით კი ცეცხლის შუქის საშუალებით.ასევე ცნობილია,რომ ცეცხლის ფერით ისინი ადგენდნენ თუ რა საფრთხე იდგა ქვეყნის წინაშე.ასეთი მეთოდით ინკები საათებით ადრე გებულობდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.ზემოთ მოყვანილ მიზეზთა გამო – “ჩასკის მომსახურება”,იმ პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო საფოსტო მომსახურებას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი)