ბორის პასტერნაკი – “ეპიზოდი”
ცნობილი რუსი პოეტი,მწერალი და მთარგმნელი”,1958 წლის ნობელის პრემიის” ლაურეატი (რომლის აღებაზეც უარი განაცხადა) - ბორის პასტერნაკი (1890-1960 წლები),1945 წლიდან იწყებს წერას,თავისი ყველაზე ცნობილი და გახამურებული რომანისა – “ექიმი ჟივაგო”,რომელზეც მუშაობას 1955 წელს მორჩა.აღნიშნულ ნაწარმოებში აღწერა საბჭოთა კავშირის რეალური ყოფა ცხოვრება XX საუკუნის დასაწყისიდან მეორე მსოფლიო ომის პერიოდამდე. (ავტორი გენია.ჯი) რომანში ავტორმა წინ წამოწია თემები სიცოცხლეზე,სიკვდილზე,ისტორიაზე,ქრისტიანობაზე,ასევე გამოხატა თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება საბჭოთა მართველობის წინააღმდეგ.ნაწარმოების მთავარი მოქმედი პირი – ექიმი ჟივაგოა.თავდაპირველად რომანისათვის პასტერნაკს სხვა სახელი ჰქონდა შერჩეული.კერძოდ -” ბიჭები და გოგონები”,თუმცა მოგვიანებით სახელწოდება შეუცვალა.საბჭოთა ცენზურამ – “ექიმი ჟივაგოს” გამოქვეყნება და გავრცელება სასტიკად აკრძალა.ამასთანავე,მწერალი დიდი წნეხის ქვეშაც მოაქციეს.”წითელი იმპერიის” მმართველ ელიტასთან ერთად,პასტერნაკის წინააღმდეგ გააქტიურდა “საბჭოთა მწერლებაც”.1958 წლის 31 ოქტომბერს,გაიმართა “მწერალთა კავშირის” სპეციალური სხდომა,რომლის სტენოგრამიდანაც გებულობთ:
ალექსანდრე ბეზიმენსკი (რუსი საბჭოთა მწერალი) – “პასტერნაკმა თავისი საძაგელი რომანით და ყოფაქცევით,დიდი დარტყმის ქვეშ დააყენა მთელი საბჭოთა ლიტერატურა და ზოგადად,მთელი ჩვენი ქვეყანა”.
სერგეი ანტონოვი (რუსი საბჭოთა მწერალი) – “ის 40 თუ 50 ათასი ამერიკული დოლარი,რომელიც პასტერნაკმა უცხოელებისაგან ამ ნაწარმოებში აიღო,არ გახლავთ რაიმე პრემია,ან ჰონორარი.ეს ის სამადლობელი თანხაა,რომელიც მან კაცობრიობის,კომუნიზმისა და მშვიდობის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღო”.
ბორის პოლევოი (რუსი საბჭოთა მწერალი) – “პასტერნაკი ჩემის აზრით,თანამედროვე ლიტერატურული ვლასოვია (გამყიდველი)”.
ნიკოლაევა (რუსი საბჭოთა მწერალი,პოეტი) – “პასტერნაკის ისტორია,ეს გამყიდველობის და ღალატის ისტორიაა”.
ყოველივე ამის შემდეგ,მოითხოვეს – ბორის პასტერნაკის მწერალთა კავშირიდან გარიცხვა და გარიცხეს კიდეც.”ნობელის პრემიაზე” კი,იგი,წარადგინა ერთ-ერთმა უდიდესმა ფრანგმა მწერალმა – ალბერ კამიუმ. (ავტორი გენია.ჯი) რაღა თქმა უნდა პასტერნაკის შემოქმედებას დღის სინათლე საბჭოთა კავშირში ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს.მისი შემოქმედება საზღვარგარეთ გამოიცემოდა და ვრცელდებოდა.შესაბამისად იგი უცხოეთში ერთობ პოპულარულ მწერლადაც მიიჩნეოდა.1987 წელს საბჭოთა კავშირში განხორციელდა პასტერნაკის რეაბილიტაცია,რის შემდეგაც აწ უკვე გარდაცვლილი მწერალი კვლავ “მწერალთა კავშირის წევრად” აირჩიეს.მისი ნაწარმოებები “წითელ იმპერიაში” მხოლოდ 1988 წელს დაიბეჭდა.ამავე წელს გამოიცა – “ექიმი ჟივაგო”. (ავტორი გენია.ჯი)