ლუჩო დალა
ლუჩო დალა - დაიბადა 1943 წლის 4 მარტს იტალიის ქალაქ ბოლონიაში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი კომპოზიტორი და მომღერალი.მიჩნეულია თანამედროვე იტალიური ხელოვნების უმნიშვნელოვანეს კომპოზიტორად,მომღერლად და მსახიობად.მუსიკალური ნიჭით ლუჩო,ბავშვობიდანვე დაჯილდოებული იყო.სწორედ ამიტომ 13 წლის ლუჩოს,დედამ დაბადების დღეზე კლარნეტი უყიდა. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად ჯაზით იყო გატაცებული.50-იან წლებში ბოლონიურ ჯგუფ – “Rheno Dixieland Band”-ში გამოდიოდა.ამ ჯგუფთან ერთადვე მიიღო მონაწილეობა პირველ ევროპულ ჯაზ ფესტივალში,საფრანგეთის ქლაქ ანტიბში.1962 წელს გადადის იმ დროისათვის ერთ-ერთ პოპულარულ იტალიურ ჯგუფ – “The Flippers”-ში,რომელთანაც გააფორმა კონტრაქტი,როგორც ჯაზის კლარნეტისტმა.1964 წელს იტალიელმა მომღერალმა ჯინო პაულიმ ლუჩო დალა დაარწმუნა,რომ პერსონალურად გამოსულიყო სცენაზე და შესაბამისად საკუთარი შემოქმედებით წარმსდგარიყო პუბლიკის წინაშე.მისი სოლო დებიუტი შედგა სოულის სტილის კონცერტით,რამაც იმთავითვე დიდი მოწონება და გამოხმაურება ჰპოვა. (ავტორი გენია.ჯი) 1965 წლიდან იწყებს თანამშრომლობას ისეთ ცნობილ კომპოზიტორებთან,როგორებიც იყვნენ – სერჯიო ბარდოტი,ჯანფრანკო ბალდაცი და პაოლო პალოტინო.ამავე პერიოდში იგი იწყებს საკუთარი რეპერტუარისა და კომპოზიციის შექმნას,რომელსაც ასრულებდა ასევე ცნობილი იტალიელი მომღერალი ჯანი მორანდი და გამოდის ერთობლივი ალბომი 1970 წელს – Occhi di ragazza.ლუჩოს მიერ დაწერილი მუსიკა კი ნელ-ნელა იპყრობს იტალიელი მსმენელების გულებს.მის მიერ დაწერილ სიმღერებს იტალიის ყველაზე ცნობილი მომღერლები ასრულებდნენ.1979 წლის 4 აპრილის ტურინის კონცერტმა კი სრული ანშლაგით ჩაიარა,ისევე როგორც სხვა მისმა მომდევნო კონცერტებმა.მის ყველაზე ცნობილ კომპოზიციად კი მიჩნეულია – კარუზოს ხსოვნა,რომელმაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა.1990 წლის მისი ახალი ალბომი კი 1,4 ათასი ეგზემპლარად გაიყიდა.მისი ბოლო ალბომი 2008 წელს გამოიცა.2012 წელს კი იგი დირიჟორობდა ფესტივალ სან-რემოზე პიერდავიდე კარონესთან ერთად დაწერილ სიმღერას – ნანი.2012 წლის 1 მარტს ლუჩო დალა ყველასათვის მოულოდნელად ინფარქტით გარდაიცვალა,შვეიცარიის ქალაქ მონტროში გასტროლების დროს.მას მინიჭებული ჰქონდა “დიდი ოფიცრის ორდენის” კავალერი,იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის.მის შემოქმედებას კი აღტაცებაში მოჰყავს მსმენელი. (ავტორი გენია.ჯი)