ფრაზეოლოგია ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
1. “დღეს ძალიან ბევრი მიცოცავს ჯვარზე, მხოლოდ იმიტომ, რომ შორიდან გამოჩნდეს და არ დაეძებს, თუნდაც ამისთვის ჯვარზე უფრო ადრე გაკრულის გადაქელვა მოუხდეს. - ალბერ კამიუ (დაცემა)
* * *
2. “ადამიანის გამჭრიახობას ხომ საზღვარი არა აქვს. შეიძლება იგი მრავალმხრივ ვაკრიტიკოთ, მაგრამ ერთ რამეს მაინც ვერ წავართმევთ: ჩვენს წინაშე ნამდვილად ყველაზე გონებაგამჭრიახი ძუძუმწოვარი დგას”. – მიშელ უელბეკი (პლატფორმა)
* * *
3. “შვილო ჩემო, ბეჯითად იშრომე დღისით, მაგრამ გახსოვდეს მხოლოდ ისეთ საქმეს მოჰკიდე ხელი, რომელიც ღამე მშვიდ ძილს არ დაგიფრთხობს”. – თომას მანი (ბუდენბროკები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. “სახარების ქრისტე მეამბოხე იყო და დასაჯეს კიდეც, სწორედ ამას ათასცხრაასი წლის განმავლობაში, ყველა ქრისტიანი ხალხი სასამართლოს უდიდეს შეცდომად უთვლის”. – ანატოლ ფრანსი (კრენკებილი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. “ცხოვრება უნიკალურ შანსსაც გვაძლევს, ცეცხლზე ცალი გვერდით შებრაწვის შემდეგ, გადაბრუნდე და ახლა მეორე გვერდი – კიდევ ორმოცდაათი წელი მიუფიცხო შესაწვავად”. – გაბრიელ გარსია მარკესი (ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს)