ნოდარ დუმბაძე „სამშობლოს” შესახებ…
„სამშობლო მიყვარს ყველანაირი: ცუდი, კარგი, მახინჯი, ლამაზი, მშიერი, მაძღარი, შიშველი და შემოსილი, ბედნიერი და უბედური… ყველანაირი… იმიტომ, რომ სამშობლო ხაჭაპური არ არის, მარტო ყველი რომ გიყვარდეს შიგ და ქერქი არა, არც ქიშმიშიანი ნამცხვარია სამშობლო, ქიშმიში რომ ამოარჩიო შიგ და დანარჩენი გადაყარო, სამშობლო ყველანაირად უნდა გიყვარდეს – ქერქიანად, ნახშირიანად, ჰაერიანად, მტვრიანად, ნაკლითა და უნაკლოდ, ყველანაირად”… (ავტორი გენია.ჯი)