ალარიხ I – “ეპიზოდი”
ვესტგუთების დიდი ბელადი და პირველი მეფე ბალტების დინასტიიდან -ალარიხ I (მეფობდა 382-410 წლებში),რომის აღების და გადაწვის შემდეგ 410 წელს (ქრისტიანული სალოცავებსა და რელიქვიებისათვის ხელი არ უხლია),სამშობლოში დაბრუნებისას (იტალიის დასავლეთით) ყველასათვის მოულოდნელად გზაში გარდაიცვალა.იმისათვის,რომ გარდაცვლილი მეფის საფლავი,მის მტრებს არ წაებილწათ,თანამებრძოლებმა ალარიხის ცხედრის დაკრძალვა საკმაოდ ორიგინალური მეთოდით გადაწყვიტეს. (ავტორი გენია.ჯი) ტყვეებს,რომლებიც მრავლად ჰყავდათ წამოყვანილი გუთებს,ააგებინეს სახელდახელო კაშხალი მდინარე ბუსენტოზე (მდინარე კრატის მარცხენა შენაკადი).მათ გადაკეტეს წყლის მოძრაობა კალაპოტში,რის შემდეგაც მდინარის შლამში დაკრძალეს.ყოველივე ამის შემდგომ კი,ტყვეებს დაანგრევინეს სახელდახელოდ აგებული კაშხალი.შესაბამისად მდინარეც ჩვეულებრივ კალაპოტს დაუბრუნდა და ალარიხის საფლავი,მდინარის ტალღებს ქვეშ მოექცა.მას შემდეგ,რაც დასრულდა პროცესი,მეფის დაკრძალვისა,გუთებმა ალარიხ I-ის საფლავის გაკეთებაში მონაწილე ყველა ტყვე სიკვდილით დასაჯეს,რათა მათ არ გაემხილათ თუ სად იყო მათი უძლეველი მეფე დაკრძალული.მიუხედავად იმისა,რომ ცნობილია იმ მდინარის სახელი,სადაც ალარიხი დაასაფლავეს,ზუსტი ადგილი მისი განსასვენებლისა მაინც უცნობია. (ავტორი გენია.ჯი)