დიმიტრი უზნაძის შესახებ…
„გაზაფხულის პირზე, მარტის ცვალებადიან დღეს, – აი, ხან რომ ჟინჟღლავს და მზე სუსტად გამოანათებს ხოლმე, – გინახავთ ღობის ძირას მიმალული, პაწია, უმანკო ბავშვის თვალებივით მოცინარი ია? უმზერ ამ ყვავილს და გულში ფიქრობ: გაივლის ცუდი ტაროსი (ამინდი), მზე სავსებით ამოაშუქებს, გათბება გული ბუნებისა, გალხვება ზედაპირი ქვეყნისა და ადამიანური ცხოვრება მიენიჭებათ. სწორედ ასეთივე ფიქრი და აზრი ებადება ჩვენი ცხოვრების მეთვალყურეს, როდესაც უკვირდება დიმიტრი უზნაძის შემოქმედებასა და მოღვაწეობას. დიმიტი უზნაძე ქართველთა გაზაფხულის წინამორბედი ყვავილია”. – (ქართველი მწერალი ქალი – ია ეკალაძე)
დიმიტრი უზნაძე გახლდათ ის გენიალური ქართველი ფილოსოფოსი,ფსიქოლოგი,პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე,რომელმაც დაწერა საშუალო სკოლის პირველი ქართული სახელმძღვანელოები; შექმნა პირველი სახელმძღვანელო ზოგად ფსიქოლოგიაში (ქართულ ენაზე); საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ექსპერიმენტალურ პედაგოგიკას,როგორც მეცნიერების დამოუკიდებელ დარგს,და შექმნა ახალი პედაგოგიური სისტემა; დააარსა საქართველოში პირველი პედაგოგიური ინსტიტუტი,ფსიქოლოგიის ლაბორატოეია და ფსიქოლოგიის ინსტიტუტი; მასვე ეკუთვნის სტატიები ლიტერატურის შესახებ,მაგალითად: “ნიკოლოზ ბარათაშვილის ლირიკის მოტივები”,”განდგომილის პრობლემა ილია ჭავჭავაძის “განდეგილში”,”ალექსანდრე აბაშელის პოეზია” და სხვა ნაშრომები.იმდენად დიდი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი გახლდათ დიმიტრი უზნაძე,რომ საფრანგეთის უდიდესმა ფსიქოლოგმა ჟან პიაჟემ,ერთ-ერთ ფსიქოლოგიურ მოვლენას – „უზნაძის ეფექტიც” კი უწოდა. (ავტორი გენია.ჯი)