ჯონ ევერტ მილე – “შემოდგომის ფოთლები”

“შემოდგომის ფოთლები” - გენიალური ინგლისელი პრერაფაელისტი მხატვრის - ჯონ ევერტ მილეს (1829-1896 წლები),ის დიდებული ნამუშევარია,რომელიც დახატულ იქნა 1856 წელს,ზეთის საღებავით ტილოზე.სურათის სიმაღლე 104,3 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 74 სანტიმეტრი.როგორც კრიტიკოსები ამბობენ,აღნიშნული სურათი მილემ დახატა იმ პერიოდში,როდესაც კითხულობდა ცნობილი ინგლისელი პოეტის – ალფრედ ტენისონის პოემას – “პრინცესა”.სწორედ ამ პოემის ზეგავლენის ქვეშ შექმნა მილემ – “შემოდგომის ფოთლები”.ტილოზე გამოსახულია შემოდგომის ულამაზეს ფერთა გამის სიუჟეტი,სადაც მოზარდი გოგონები აგროვებენ ფოთლებს.სურათის მარცხენა დაბალ მხარეს,კვამლიც შეინიშნება (თუმცა,იმის გამო რომ,ტილოს სიუჟეტში ღამე დგება,დეტალების გარკვევა რთულია).მოგვიანებით,აღნიშნული ტილოს შესახებ,მხატვარი,დიდებულ ინგლისელ ლიტერატურულ კრიტიკოსსა და ხელოვნებათმცოდნეს – ფრედერიკ ჯორჯ სტივენს წერდა:

“მე მსურდა,ჩემს სურათს გაეღვიძებინა მნახველში ღრმა რელიგიური გრძნობები.ამისათვის კი,ცეცხლმოკიდებული შემოდგომის ფოთლები საუკეთესო საშუალება იყო”.

P.S. აღსანიშნავია,რომ სერ ჯონ ევერეტ მილეს გენიალური ტილო – “შემოდგომის ფოთლები”,დახატვის წელსვე იქნა გადატანილ,მსოფლიოში ცნობილ “ლონდონის სამეფო ხელოვნების გალერეაში”,სადაც დღემდეა დაცული.