მიხეილ მესხის “ერთი ხუმრობა”
“სახლის შენება რომ დავამთავრე,მეგობარი მხატვრები მეწვივნენ.ბინის გემოვნებით მოწყობაში,ისინი დიდ დახმარებას მიწევდნენ.ერთი ძველი მამაპაპური “ბუფეტის” შესახებ მითხრეს: “ესო,ახლა მოდაში არაა და მის ნაცვლად უბრალო განჯინა დადგიო”.გარდა მამაპაპური “ბუფეტისა”,მქონდა ასეთივე მამაპაპური – “ჭაღიც”.მათ მითხრეს: “ახლა ასეთი ჭაღები მოდაში არ არის და ჯობს უბრალო აბაჟური გააკეთოო”. (ავტორი გენია.ჯი) სიმართლე გითხრათ,ამ პერიოდში მართლაც გვარიანად შევეჩვიე ახალს სტილს.თუმცა,როდესაც საქმე ფარდებზე მიდგა,ჩემს მეგობარ მხატვრებს ვუთხარი,რომ ერთი ძველი მამაპაპური,მდიდარი და ძალზე ლამაზი ფარდა მაქვს მეთქი.ჩემდა გასაოცრად,მასზეც ისევე მითხრეს: “ახლა ეს მოდაში არ არის და ჯობს უბრალო ზეწარი გამოიყენეოო!” (ავტორი გენია.ჯი) ამ ნათქვამზე,ყველას სიცილი აგვიტყდა, და ჯერ კიდევ არ გვქონდა სიცილი დამთავრებული,რომ – “მოდა კვლავ შეიცვალა”.დღესდღეობით ძველი მამაპაპური ნივთები გაცილებით მოდური გახდა და თუნდაც მონჯღრეულ ელემენტარულ სკამის გაკეთებაში,იძულებული ვართ რესტავრატორებს ოთუსბირი გადავუხადოთ”… (ავტორი გენია.ჯი)