„დამაკვირდი”
1. „მეფეს რომ ხალხის მამას უწოდებ, ამით მის დანიშნულებას გამოხატავ, მაგრამ განა ყველას ესმის თავისი დანიშნულება”. – ჟან დე ლაბრუიერი
* * *
2. „ერთი პირის მიმართ დაშვებული უსამართლობა საფრთხეა ყველასათვის”. – შარლ ლუი დე სეკონდა მონტესკიე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. „რამდენ სისულელეს ამბობენ იმის ცდაში, იქნებ ახალი რამე ვთქვაო”. – ვოლტერი
* * *
4. „მქუხარე სახელს ამოფარებული შეცდომა უაღრესად გადამდებია”. – ჟორჟ ლუი ლეკლერკ ბიუფონი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. „მლიქვნელობა – იოლი ხელობაა, ყველას ეხერხება, მაგრამ გულწრფელი სიმართლის თქმა დაუფარავად შეუძლიათ მხოლოდ გაბედულ, კეთილშობილ ადამიანებს”. – შანდორ პეტეფი
* * *
6. „არაფერია ისე ძნელი, როგორც ცუდად აღზრდილი კაცის ხელახლა აღზრდა”. – იან ამოს კომენსკი
* * *
7. „მე გავლიე ჩემი ცხოვრების ჟამი და მოვიხადე მოვალეობა, რაც ბედმა დამაკისრა”. – კარლ ფონ ლინეი
* * *
8. „სამჯერ გადასახლებას სჯობს ერთხელ დაიწვა”. – ბენჯამენ ფრანკლინი
* * *
9. „წიგნები – გონების პირმშო შვილები არიან”. – ჯონათან სვიფტი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. „მწერალს მხოლოდ ერთი მასწავლებელი ჰყავს – მკითხველი”. – ნიკოლოზ გოგოლი