“ინდულგენციები”
XIII საუკუნეში კათოლიკური ეკლესიის მიერ შემოღებულ იქნა წესი,რომლის თანახმადაც შესაძლებელი გახდა ეპიტამიის გამოსყიდვა,”ინდულგენციის” სახით.სიტყვასიტყვით რომ ვთქვათ – “ინდულგენცია” გახლდათ რომის პაპის მიერ ცოდვების მისატევებლად გაცემული სიგელი.ეპიტამია კი გახლავთ ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვისათვის სასულიერო პირისაგან დადებული სულიერი სასჯელი (სხვადასხვა სიმძიმის ცოდვებისათვის,შესაბამისი სასჯელი).”აღორძინების ეპოქაში” ინდულგენცია მიიღო პრაქტიკული ბოროტად გამოყენების სახე და იგი ერთგვარად იქცა ვაჭრობის საგნად. (ავტორი გენია.ჯი) “ინდულგენციებით ვაჭრობა” განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული გერმანიაში.მაინცის ეპისკოპოსის – იოჰან ტეცელის მიერ შემოღებულმა ასეთი სახის ინდულგენციამ დიდი პროტესტი გამოიწვია მარტინ ლუთერში.სწორედ იოჰანმა შემოიტანა გერმანიაში ფულის მეშვეობით,ამა თუ იმ ადამიანის ცოდვების გამოსყიდვის პრაქტიკა.1517 წლის 31 ოქტომბერს,ვიტენბერგში – მარტინ ლუთერმა,თავის “95 თეზისად” ცნობილ დოკუმენტში,დაგმო “ინდულგენციებით ვაჭრობა” და ეს პირდაპირ მკრეხელობად და ბორომოქმედებად წარმოაჩინა.ამავე ქალაქის უნივერსიტეტის სტუდენტებმა,იოჰანის გარდაცვალების შემდგომ,საჯაროდ კოცონზე დაწვეს მისი ყველა ნაშრომი,საერთო ჯამში 800 ეგზემპლარის რაოდენობით.XV საუკუნის დასაწყისიდან შემოღებული ახალი,ინოვაციური “ინდულგენციის ვაჭრობის წესმა”,კათოლიკურ ეკლესიას მთელი რიგი ეკონომიკური პრობლემები აღმოუფხვრა.მასიურად დაიწყო ინდულგენციების გაყიდვა.ქალაქის მოედნებზე დაიდგა სპეციალური მაგიდები,სადაც დომინიკური ორდენის სასულიერო პირებინების მიერ ხდებოდა ცოდვის გამოსყიდვა თანხების მეშვეობით.ამ დროს,სულიერი მოძღვარი სწრაფად იბარებდა აღსარებას და ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვების შესაბამისად უწესდებოდა ფასი ცოდვების გამოსყიდვას.რაც უფრო მძიმე ცოდვა ჰქონდა ადამიანს,მით მეტი საფასურის გადახდა უწევდა ამ თუ იმ პირს.მაგალითად: ავნე მეზობელს,ახლობელს,ასეთი ცოდვის გამოსყიდვა ერთი დუკატი ღირდა; ქურდობისათვის – ორი დუკატი და ასე შემდეგ. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,ის ფაქტიც,რომ “ინდულგენციებით ვაჭრობამ”,კათოლიკური ეკლესიის შემოსავლები ძალიან გაზარდა.სწორედ ამიტომ,შემოსავლების გაზრდის მიზნით,შემოღებულ იქნა კიდევ უფრო გაუგონარი “საინდულგენციო წესი”,რომლის თანახმადაც ნებისმიერ ადამიანს,წინასწარ შეეძლო მომავალში ჩასადენი ცოდვებისათვის გამოსასყიდის გადახდა.ფაქტობრივად,ასეთმა მეთოდმა,ეკლესიის რეპუტაციას დიდი დარტყმა მიაყენა,რადგან “ინდულგენცია” იქცა,ერთგვარ ბიზნესად და მას არანაირი საერთო არ ჰქონდა წმინდა რელიგიურ გრძნობებთან.დომინიკელი ბერები ირწმუნებოდნენ,რომ ინდულგენციის მეშვეობით არა მარტო ცოცხალთა,არამედ გარდაცვლილთა სულების გადარჩენაც კი შეიძლებოდა.შესაბამისად,მოტყუებული მოსახლეობა,ფულს არა მხოლოდ საკუთარი ცოდვების,არამედ მათი გარდაცვლილი ახლობლების ცოდვების გამოსასყიდადაც იხდიდა.”ინდულგენციებით” ვაჭრობას,დასასრული რომის პაპმა პიუს V-მ დაუდო,მან 1567 წელს გააუქმა არსებული წესი,რადგან უკვე თავადაც მიხვდნენ,რომ მოსახლეობის მხრიდან ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება აშკარად შეცვლილი იყო. (ავტორი გენია.ჯი)