ფერით ორჰან ფამუქი – “ეპიზოდი”

გამოჩენილ თურქ პოსტმოდერნისტული ლიტერატურის წამყვან მწერალ-რომანისტს,მიჩნეულს ევრაზიის კონტინენტის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე რომანისტ მწერლად - ფერით ორჰან ფამუქს,2006 წლის 12 ოქტომბერს გადასცეს “ნობელის პრემია” ლიტერატურის დარგში. (ავტორი გენია.ჯი) ამ ფაქტით,იგი იქცა პირველ თურქეთის მოქალაქედ,რომელსაც წილად ხვდა ესოდენ საპატიო ჯილდოს მინიჭება.მას შემდეგ,რაც ფამუქმა “ნობელის პრემია” მიიღო და სამშობლოში დაბრუნდა,ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტს განუცხადა:

“ყოველთვის მეკითხებიან,რა შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში “ნობელის პრემიის” მინიჭების შემდეგ.მე კი მათ ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს ვაძლევ: შეიცვალა მხოლოდ ორი რამ – ჩემი ელექტრონული მისამართი ინტერნეტში და საბანკო ანგარიში,რომელშიც თანხამ საგრძნობლად მოიმატა”. (ავტორი გენია.ჯი)

P.S. აღსანიშნავია,რომ ნობელის პრემიით დაჯილდოვების წინა პერიოდში,მას მხარი დაუჭირეს ისეთმა შესანიშნავმა მწერლებმა როგორებიც არიან – კარლოს ფუენტესი,გაბრიელ გარსია მარკესი,გიუნტერ გრასი,ჟოზე სამარაგო,ჯონ ეპდეიკი,ხუან გოიტისოლო და მარიო ვარგას ლიოსა.2006 წელს – ფერით ორჰან ფამუქი Times Magazines მიერ დასახელებულ იქნა 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის. (ავტორი გენია.ჯი)