ჯორჯ ორუელის ბიოგრაფიიდან…

გენიალური ინგლისელი მწერლისა და პუბლიცისტის ჯორჯ ორუელის შესახებ უამრავი მითი დადის დღემდე.მიუხედავად იმისა,რომ მისი ნაწარმოებები შესანიშნავი ნიმუშებია ტოტალიტარული წყობის სატირიზმისა,მას ინგლისის ხელისუფლება მაინც კომუნისტებთან კავშირში სდებდა ბრალს და აგენტებიც კი ჰყავდათ მისთვის მიჩენილი.საიდუმლო დოკუმენტაცია ამ საკითხის ირგვლივ გამომზეურდა 2007 წელს. (ავტორი გენია.ჯი) გრიფით “საიდუმლო” მოხსნილი დოკუმენტები შეიცავს უამრავ ინფორმაციას ჯორჯ ორუელის პიროვნების შესახებ. 1942 წლის 20 იანვრით დათარიღებულ ერთ-ერთ დოკუმენტში,რომლის ავტორი გახლდათ სერჟანტი იუნგი (მწერალთან ჩანერგილი აგენტი),ჯორჯ ორუელის შესახებ წერდა: “ამ ადამიანს ძალიან დიდი კომუნისტური რწმენა აქვს.მისი რამდენიმე ინდიელი მეგობარი საუბრობს,რომ ხშირად ხედავდნენ კომუნისტების შეკრებებზე.იგი ბოჰემურად არის ჩაცმული,როგორც დასვენების ასევე მუშაობის საათებშიც კი”.დოკუმენტების თანახმად,ორუელი მართლაც მონაწილეობდა კომუნისტურ თავყრილობებში,რის გამოც,მას,როგორც კომუნიზმის მიმართ სიმპატიით განმსჭვალულ პირს ისე განიხილავდნენ.თუმცა,ზემოთ აღნიშნულ მოსაზრებას ბევრი არ იზიარებს.მათი აზრით რეალობა სულ სხვაგვარი იყო.მათი აზრით,ორუელს კომუნისტების წრეში რომ არ შეეღწია,იგი ვერასოდეს დაწერდა ისეთ გენიალურ ნაწარმოებს,როგორიც არის – “1984″.ისინი აღიარებენ,რომ მწერალი კომუნიზმის დაუძინებელი მტერი იყო, (ავტორი გენია.ჯი) რასაც თავის ნაწარმოებებში აქტიურად გამოხატავდა კიდეც.ასევე ცნობილი ფაქტია,რომ ორუელი სწორედ სტალინს სდებდა ბრალს მსოფლიოში განხორციელებულ მრავალ უბედურებები. 1949 წელს,ტუბერკულიოზით დაავადებულმა ორუელმა დაწერა 38 კაციანი სია,რომლებშიც შეიყვანა ის ცნობილი ადამიანები,რომლებიც მისი აზრით კომუნისტების მხარდამჭერები იყვნენ (აღნიშნული სია მოგვიანებით ბრიტანულ დაზვერვას ჩაუვარდა ხელში).ნუსხაში მწერლის მიერ შეყვანილი იქნენ შოუ-ბიზნესის,მწერლების,საზოგადო მოღვაწეებისა და სხვა პროფესიის ცნობადი სახეები.მათ შორის ისეთებიც კი,რომლებიც ორუელს მეგობრად მიიჩნევდნენ.სიის ავტორი მათ აღწერდა როგორც – გასაიდუმლოებულ კომუნისტებს და მიიჩნევდა,რომ ისინი საჯაროდ უნდა ყოფილიყვნენ მხილებულნი.აღსანიშნავია,რომ ჯორჯ ორუელის მიერ შედგენილ ნუსხაში მითითებულ ბევრ მაღალჩინოსანს,მოგვიანებით მართლაც დაუმტკიცდა კომუნისტურ რეჟიმთან თანამშრომლობა.მათ შორის,იყო იმ პერიოდისათვის პოპულარული ინგლისელი ჟურნალისტი – პიტერ სმოლეტი,რომლის იდენტიფიცირება სპეცსამსახურების დიდი შრომის შედეგად იქნა შესაძლებელი (იგი ოფიციალურად აღიარეს საბჭოთა ჯაშუშად). (ავტორი გენია.ჯი)