ნიკოლოზ ნეკრასოვი – “ეპიზოდი”
ცნობილი რუსი პოეტის,მწერლის,პუბლიცისტისა და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსად აღიარებული - ნიკოლოზ ნეკრასოვის (1821-1877 წლები) შემოქმედების შესახებ,ყოველთვის მიმდინარეობდა დავა იმაზე,თუ რომელი რუსი პოეტის შემოქმედება იყო საუკეთესო.ნუსხაში გამოჰყოფდნენ – ნიკოლოზ ნეკრასოვის,ალექსანდრე პუშკინის და მიხეილ ლერმონტოვის შემოქმედებებს.ეს დავა არა მარტო მკითხველებში,არამედ ხელოვანებშიც დიდი დავის საგნად იყო ქცეული. (ავტორი გენია.ჯი) როდესაც ნეკრასოვი გარდაიცვალა,დაკრძალვის დღეს მის საფლავთან “გამოსამშვიდობებელი” სიტყვა წარმოსთქვა,გენიალურმა რუსმა მწერალმა – თედორე დოსტოევსკმა.მან აღნიშნა,რომ ნიკოლოზ ნეკრასოვი ის შესანიშნავი რუსი პოეტი იყო,რომელიც ისეთ პოეტების გვერდით იკავებდა ადგილს,როგორებიც იყვნენ პუშკინი და ლერმონტოვი.დოსტოევსკის წარმოთქმულმა ფრაზამ,ნეკრასოვის დაკრძალვაზე დამსწრე საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია.მათ ხმამაღლა დააფიქსირეს საკუთარი აზრი,იმის შესახებ,რომ ნეკრასოვი უფრო დიდი პოეტი იყო,ვიდრე პუშკინი,ან ლერმონტოვი.
მიუხედავად ნეკრასოვის დიდებული შემოქმედებისა,არსებობდნენ ისეთი ხელოვანები,რომლებიც იგნორირებას უკეთებდნენ ნეკრასოვის პოეზიას.ასეთი გახლდათ,ცნობილი რუსი პოეტი და მწერალი – ივანე ტურგენევი.ამ საკითხის ირგვლივ დავა დღესაც გრძელდება.რომელია საუკეთესო: ნიკოლოზ ნეკრასოვი,ალექსანდრე პუშკინი თუ მიხეილ ლერმონტოვი??? (ავტორი გენია.ჯი)