საზარელი მგელი
საზარელი მგელი - განეკუთვნება,გადაშენებული მგლის – Canis dirus-ის სახეობას.ისინი ბინადრობდნენ პლეისტოცენის ეპოქაში,ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე.16 ათასი წლის წინათ აღნიშნული სახეობის მგელი,ძაღლისებრთა ჯიშის ყველაზე დიდი მტაცებელი იყო.მისი სახელწოდებაც – საზარელი (საშინელი) მგელი,სწორედ აქედან წარმოსდგება. (ავტორი გენია.ჯი) საზარელი მგელის სახეობა,გამყინვარების პერიოდს შეეწირა,სხვა უძველესი სახეობის ცხოველებთან ერთად.მათი გაქრობა,დაემთხვა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე პირველი ადამიანების გამოჩენას. (ავტორი გენია.ჯი) მათი გადაშენება ძირითადად ყინვებმა და შიმშილმა გამოიწვია.ამიტომ მათ მოსპობაში ადამიანს წვლილი არ მიუძღვის.საზარელი მგლის სიგრძე 1,5 მეტრამდე იყო,ხოლო წონა 57 კილოგრამამდე.თუმცა არსებობდნენ უფრო დიდი ეგზემპლარებიც.შეფერილობა ძირითადად რუხი ფერის ჰქონდათ.არ გამოირჩეოდნენ სწრაფი სირბილით.ნადირობდნენ ამერიკულ ცხენებზე,ბიზონებზე და სხვა შედარებით პატარა ცხოველებზე.როგორც მეცნიერები ვარაუდობენ,ცხოვრების სტილი,საზარელი მგლები უფრო გიენებს ჩამოჰგავდნენ,ვიდრე მათ თანამოძმე – რუხ მგლებს.სულ,ბუნებაში მათ იარსებეს,დაახლოებით მილიონი წელი.დღესდღეობით,აღმოჩენილი ნაშთები საზარელი მგლისა წარმოდგენილია რანჩო ლა-ბრეას მუზეუმში,ლოს-ანჯელესში (ამერიკა). (ავტორი გენია.ჯი)