უილიამ სომერსეტ მოემი – “ეპიზოდი”
დიდი ინგლისელი დრამატურგი,მწერალი,რომანისტი და 1930-იანი წლების ყველაზე მაღალანაზღაურებადი ავტორი - უილიამ სომერსეტ მოემი წერდა:
“მე მწერლად არ დავბადებულვარ.მწერალი შემდგომში გავხდი.არასოდეს წავიდოდი თეატრებში,ჩემს მიერ დაწერილი პიესების პრემიერაზეც კი,რომ არა ინტერესი იმისა,თუ რა რეაგირებას ახდენდნენ ჩემი პიესები პუბლიკაზე.სწორედ მათგან ვსწავლობდი,როგორი უნდა დამეწერა შემდგომი ნაწარმოებები”.
(ავტორი გენია.ჯი) უილიამ სომერსეტ მოემმა რამდენიმე ერთ აქტიანი პიესა დაწერა,რომლებიც შემდგომ თეატრებში გაგზავნა.ზოგიერთი მათგანი,მას უკანვე დაუბრუნეს,ზოგიერთი კი დაიტოვეს.თეატრების მიერ დაწუნებულმა მისმა პიესებმა,იმდენად გააღიზიანა დრამატურგი,რომ ყველა დაბრუნებული პიესა ცეცხლს მისცა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ერთ დღეს,მოემის ოთხი პიესა ერთბაშად დაიდგა ლონდონის სხვადასხვა თეატრებში.მეორე დღესვე ერთ-ერთ ინგლისურ გაზეთში დაიბეჭდა – ბერნარდ პარტრიჯას (ცნობილი კარიკატურისტი),კარიკატურა,სადაც გამოსახული იყო გენიალური ინგლისელი დრამატურგი – უილიამ შექსპირი,რომელიც შურით შეჰყურებდა აფიშას,წარწერით – უილიამ სომერსტ მოემი. (ავტორი გენია.ჯი)