უძველესი წარმოდგენები “დედამიწის ცენტრის” შესახებ…

დიდ ძველ ბერძენ ფილოსოფოსს - ანაქსიმანდრე მილეტელს (ძვ.წ.აღ-ით 610-540 წლები),დედამიწა ხმელეთისა და წყლის სეგმენტების სახით დაყოფილი (დანაწილებული) წარმოედგინა.მისი აზრით,დედამიწის შუა ნაწილზე იყო ხმელეთი,რომელსაც “ოიკუემა” უწოდა.ხმელეთი შემოსაზღვრული გახლდათ ოკეანეებით.”ოიკუემა”,თავის მხრივ დაყოფილი გახლდათ სამ ნაწილად – ევროპა,აზია და ლიბია. (ავტორი გენია.ჯი) დედამიწის ცენტრად ანაქსიმანდრეს – საბერძნეთი მიაჩნდა,ხოლო თავად საბერძნეთის ცენტრად კი ძველ ბერძნულ ქალქს – დელფოსს მიიჩნევდა (ფოკიდას რეგიონი).ადრეული ქრისტიანებისათვის დედამიწის ცენტრად აღქმული იყო – იერუსალიმი.ხოლო იერუსალიმის ცენტრად – იესო ქრისტეს საფლავი მიიჩნეოდა.თავის მხრივ სამყაროს ცენტრად ებრაელებიც (იუდეველები) იერუსალიმს აღიარებდნენ.თუმცა მათი აზრით,იერუსალიმის ცენტრს,არა ქრისტეს საფლავი,არამედ – მეფე სოლომონის ტაძარი წარმოადგენდა.ინკების ცივილიზაციის ხალხს სამყაროს ცენტრად წარმოდგენილი ჰქონდათ ქალაქი მაჩუ-პიკჩუ.გარდა ზემოთ აღნიშნული ვერსიებისა,სხვადასხვა ხალხებს სხვადასხვავე წარმოდგენა ჰქონდას სამყაროს ცენტრის არსებობის თაობაზე.სამყაროს ცენტრებად დასახელებული გახლდნენ – კუნძული პაკანდა,კუსკო და სხვა გეოგრაფიული ადგილები. (ავტორი გენია.ჯი)