ანრი რენე ალბერ გი დე მოპასანი – “ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი მწერალი და თანამედროვე მოთხრობის სტილის ერთ-ერთი ფუძემდებელი - ანრი რენე ალბერ გი დე მოპასანი (1850-1893 წლები),მიიჩნევდა,რომ მკითხველს ეკუთვნის მხოლოდ მწერლის წიგნი და არა მწერლის ბიოგრაფიის გაცნობა.ამის გამო,მოპასანი საკუთარ ნაწარმოებებს აქვეყნებდა ავტორის პორტრეტის გარეშე. (ავტორი გენია.ჯი) იგი საგამომცემლო სახლებს კატეგორიულად უკრძალავდა თავისი სურათის წიგნის ყდაზე დაბეჭდვას და მისი ბიოგრაფიის შესახებ ცნობების გავრცელებასაც კი.სწორედ ეს გახლავთ მიზეზი მის ბიოგრაფიაში “ბევრი თეთრი ლაქებისა”. (ავტორი გენია.ჯი) 1891 წელს ერთ-ერთმა ამერიკულმა გაზეთმა დაბეჭდა გი დე მოპასანის გადაკეთებული ნაწარმოები (რედაქციის ინტერპრეტირებით) – “ანდერძი”,რის გამოც აღშფოთებულმა მოპასანმა გაზეთს სასამართლოში უჩივლა.ამ პერიოდისათვის მოპასანი უკვე საკმაოდ ცნობილი მწერალი გახლდათ საფრანგეთში,თუმცა არა ამერიკაში.ამერიკულმა სასამართლომ მწერლის სარჩელი მხოლოდ იმ მიზეზით არ მიიღო წარმოებაში,რომ ავტორი ერთი უცნობი და ნაკლებადპროდუქტიული მწერალი იყო.ცნობისათვის,გი დე მოპასანმა აქტიური სალიტერატურო მოღვაწეობის 10 წლის მანძილზე,დაწერა 29 წიგნი,მათ შორის 6 შესანიშნავი რომანი – “წუთისოფელი”,”ლამაზი მეგობარი”,”პიერი და ჟანი”,”ჩვენი გული”,”ძლიერ როგორც სიკვდილი” და “მონტ-ორიოლი”.იგი წერდა პროზასა და პუბლიცისტურ წერილებსაც. 1885 წელს მოპასანმა საკუთარი ხელით გადაწერა 1500 ნაბეჭდი გვერდი,რაც ვერ შეძლეს თვით – ბალზაკმა,დიკენსმა და თავად ალექსანდრე დიუმამაც კი. (ავტორი გენია.ჯი)