აქლემის ეკალი
აქლემის ეკალი - განეკუთვნება პარკოსანთა რიგის მცენარეს,რომელიც ძირითადად გავრცელებულია უდაბნოებში.ასეთი უცნაური სახელწოდება,იმის გამო დაერქვა,რომ ერთადერთი ცხოველი,რომელიც მას ჭამს აქლემია.ცნობისათვის,”აქლემის ეკალს”,სხვა ცხოველები არ მიირთმევენ.ფესვების სიღრმე 3-4 მეტრია და გამოირჩევიან,ფესვთა საკმაოდ დიდი სისტემით.იგი ერთ-ერთი ის მცენარეა,რომელიც ყველაზე გავრცელებულია უდაბნოებში. (ავტორი გენია.ჯი) სიმაღლეში 30 სანტიმეტრიდან ერთ მეტრამდე მერყეობს.ისხამს წვრილ ფოთლებს და ეკლებს,რომლებზეც შემდეგ ყვავილები ვითარდება.ბუნებაში,სულ მათი 5 სახეობა არის გავრცელებული.მედიცინაში -აქლემის ეკლის ფესვებს იყენებენ დიზენტერიის საწინააღმდეგო საშუალებად. (ავტორი გენია.ჯი) მისი აღმოჩენა მოხდა 1860 წელს,”სუეცის არხის” მშენებლობის დროს.ერთ-ერთმა ფრანგმა ინჟინერმა,როდესაც აღმოაჩინა აქლემის ეკალი,გაოცდა მისი ფესვების სიგრძით.გაოცება მას შემდეგ კიდევ გახდა გახდა შესამჩნევი,როდესაც ერთ-ერთი ეგზემპლარი მცენარის ფესვების სიგრძემ 33 მეტრი შეადგინა (რაც 12 სართულიანი სახლის სიმაღლის ტოლფასია).აქლემის ეკალი,მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ ბუნებრივ პირობებში მზარდ მცენარედ არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)