ჩჟან ხენი
ჩჟან ხენი - დაიბადა ახ.წ.აღ-ით 78 წელს,ნინიანის პროვინციაში (თანამედროვე ხენანის პროვინცია – ჩინეთი),ღარიბი სახელმწიფო ჩინოვნიკის ოჯახში.იგი წარმოადგენდა იმ ერთ-ერთ უდიდესს ჩინელ ფილოსოფოსს,მოაზროვნე-ენციკლოპედისტს,ლიტერატორს,პოეტსა და სახელმწიფო მოხელეს,რომელმაც განუზომელი წვლილი დაიდო მრავალ მსოფლიო აღმოჩენებსა და გამოგონებებში – მათემატიკაში,ასტრონომიაში,სეისმოლოგიაში,გეოგრაფიასა და მექანიკურ მეცნიერებებში.17 წლის ასაკში,მომავალი დიდი ჩინელი მეცნიერი,სამოგზაუროდ გაემართა ჩანანში (თანამედროვე სიანი – შენსის პროვინცია),საიდანაც შემდგომ ჩავიდა ხენანის პროვინციის დედაქალაქ ლოიანში.იქვე ჩააბარა – ტაი სიუეს უმაღლეს სკოლაში,რომელიც ერთგვარად წარმოადგენდა კონფუციანურ აკადემიას,ახ.წ.აღ-ით I საუკუნის ჩინეთში.სწავლის პერიოდში დაუახლოვდა ისეთ დიდ ჩინელს სწავლულებს,როგორებიც იყვნენ – ვან ფუ,მა ჟუნომი,ცუი იუანემი და სხვები. (ავტორი გენია.ჯი) ახ.წ.აღ-ით 33 წელს,ხდება მთავრობის მრჩეველი კულტურის საკითხებში.ამავე პერიოდში წაიკითხა,დიდი ჩინელი კონფუციანელ-ფილოსოფოსის – იან სიუნის მიერ დაწრილი წიგნი,სახელწოდებით – “ტაი სიუან ძინი” (კანონი დიადი საიდუმლოებებისა),რომელმაც მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოხდინა და სწორედ ამ წიგნმა გადააწყვეტინა მას,დაკავებულიყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით.ამავე პერიოდიდან იწყება მისი,როგორც დიდი მეცნიერის ჩამოყალიბება და მალავე ჰქმნის – არმილიარულ სფეროს (გლობუსი) (ავტორი გენია.ჯი),რომელიც მოძრაობაში მოჰყავდა წყალს.131 წელს,შექმნა პირველი მიწისძვრების და სეისმოძიების დროს დედამიწის ქერქის რხევების ჩასაწერი ხელსაწო – “სეისმოგრაფი”.
რამდენიმე წელიწადში – ჩჟან ხენმა,იმდენად დიდ წარმატებას მიაღწია აღნიშნულ მეცნიერებებში,რომ ორჯერ ეკავა,საიმპერატორო სასახლეში – ტაი ში ლინის (მთავარი ისტორიოგრაფ-ასტროლოგი) თანამდებობა.იგი აწარმობდა ასტრონომიულ,სეისმოგრაფიულ,კალენდარულ და ატმოსფერულ დაკვირვებებს.
იგი გახლდათ პირველი მეცნიერი,რომელმაც საჯაროდ განაცხადა,რომ მთვარეს დედამიწიდან ანასხლეტი მზის შუქი ანათებდა.გარდა ამისა ხენი გახლდათ ის პირველი მეცნიერი,რომელმაც სათავე ჩაუყარა რაოდენობრივ კარტოგრაფიას.მანვე განსაზღვრა ნამდვილი ტრანსტენდეციური (და ამიტომ ნამდვილი ირაციონალური) რიცხვი – “პი”,რომელიც 3.14 159-ს უდრის და წრეწირის სიგრძის მის დიამეტრთან შეფარდების ტოლია.ჩჟან ხენის ნაყოფიერი თეორიული სამეცნიერო ნაშრომებიდან,დღემდე მხოლოდ ფრაგმენტებმა მოაღწია.აღსანიშნავია ის გარემოება,(ავრტორი გენია.ჯი) რომ მისი ბიოგრაფიისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ,მოგვიანებით დაწერილ იქნა წიგნი,სახელწოდებით – “ხოუ ხანშუ”. (ავტორი გენია.ჯი)
მიუხედავად მისი ეგზომ დიდი წარმატებებისა მეცნიერებაში,მას უამრავი მტერი და მოწინააღმდეგე ჰყავდა,რომელთაც შესძლეს მისთვის ცილის დაწამება და იგი საიმპერატორო კარს ჩამოაცილეს,რის შემდეგაც (136 წელი),ხენი დედაქალაქიდან მივლინებულ იქნა,თანამედროვე ხებეის პროვინციის მმართველად (კანცლერის ფუნქციებით).
ჩჟან ხენი გარდაიცვალა ახ.წ.აღ-ით 139 წელს,ჩინეთის ხენანის პროვინციის ქალაქ ლოიანში.მისმა სამეცნიერო მოღვაწეობამ კი უდიდესი წვლილი შეიტანა მრავალი საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარება-დახვეწაში,რის გამოც იგი დღემდე მიიჩნევა,ერთ-ერთ უდიდეს ჩინელ მეცნიერად.