ნამიბის უდაბნო
ნამიბის უდაბნო - მდებარეობს აფრიკის კონტინენტზე,ნამიბიისა და ანგოლის ტერიტორიებზე (ძირითადად ნამიბიაში).თავად სახელი – ნამიბი,მომდინარეობს ნამას ხალხის ენიდან და აღნიშნავს – “ვრცელ ადგილს”.ნამიბის უდაბნო სამხრეთ აფრიკის პლატფორმის ერთ-ერთ ფიზიოგრაფიულ რეგიონს წარმოადგენს.იგი გადაჭიმულია 80,900 კვადრატულ კილომეტრზე. (ავტორი გენია.ჯი) მას,ატლანტის ოკეანის სანაპიროს თითქმის 1900 კილომეტრი სანაპირო ზოლი უკავია,ქალაქ ნამიბედან ანგოლამდე.ოკეანის სანაპიროდან დედამიწის სიღრმეში ნამიბის უდაბნო შეჭრილია 50-იდან 160 კილომეტრამდე.ნამიბის უდაბნო დედამიწაზე არსებულ უდაბნოებს შორის ყველაზე დიდი ხნისაა.მისი ასაკი 80 მილიონი წლით განისაზღვრება.გარდა ამისა,იგი ყველაზე მშრალ და ცხელ უდაბნოდ არის ცნობილი მსოფლიოში.უდაბნოს ტერიტორიაზე გავრცელებულია მცენარეთა და ცხოველთა რამდენიმე სახეობა,რომელთაგან ზოგი ენდემურია.შესაბამისად ისინი უდაბნოსი არსებული სპეციფიური კლიმატისადმი მაღალი შემგუებლობით ხასიათდებიან. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ფლორისა და ფაუნის სიმცირისა,ნამიბის უდაბნოში გვხვდება ისეთი მცენარეები და ცხოველები,რომლებიც სხვაგან არსად ბინადრობენ.მაგალითად – შავტანიანი ხოჭოს უნიკალური სახეობა.რაც შეეხება უდაბნოს სანაპიროებს ატლანტის ოკეანის მხრიდან,ის საკმაოდ მრავალფეროვანი ფაუნით გამოირჩევა.უდაბნოში დიუნების (სილის გორაკების) სიმაღლე 10-დან 30 მეტრამდე,ან შესაძლოა 60-დან 160 მეტრამდეც კი იყოს.ნამიბის უდაბნოს ყველაზე მაღალი დიუნი 383 მეტრი სიმაღლისაა.მას მოიხსენიებენ,როგორც – “დიუნი 7″.იგი არა მარტო ამ უდაბნოს უმაღლესი დიუნია,არამედ მსოფლიოში არსებულ სხვა უდაბნოების დიუნებს შორის უმაღლესიცაა. (ავტორი გენია.ჯი)