იაკობ გოგებაშვილის შესახებ…

“იაკობ გოგებაშვილი გენიოსი იყო იმ გაგებით,რომ ზუსტ დროს იპოვა სწორი სიტყვა – “დედა ენა”.ქართული ენის დაცვამ იმ დროს მოითხოვა ასეთი ემოციური ცნება”.

“ვინფრიდ ბოედერი” (გერმანელი ქართველოლოგი).

“მძიმე წლებში იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” და “ბუნების კარი” ქართული ენის ბურჯი იყო და სახალხო განათლების ფარ-ხმალს წარმოადგენდა”.

“არნოლდ ჩიქობავა”.

იაკობ გოგებაშვილი ოცდატხუთმეტი წლის იყო,როდესაც “დედა ენა” დაწერა.ეს გახლავთ უნიკალური სახელმძღვანელო.მისი მსგავსი სახელმძღვანელო საქართველოში მას შემდეგ აღარ შექმნილა.გარდა ამისა,ქართული პედაგოგიკის ისტორიაში ფასდაუდებელია იაკობ გოგებაშვილის – “ბუნების კარის” წვლილი. (ავტორი გენია.ჯი) იგი გახლავთ ენციკლოპედიური წიგნი,რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის ისწავლებოდა.მანვე შეადგინა – “საღმრთო ისტორია”,რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის.იაკობ გოგებაშვილი გახლდა გამორჩეული პიროვნება საქართველოს ისტორიაში.იაკობი გახლდათ ილია ჭავჭავაძის ღირსეული თანამედროვე და თანამებრძოლი ეროვნული საქმისათვის ბრძოლაში.მან შექმნა ქართული განათლების,სრულიად ახალი უნიკალური სისტემა.სწორედ იაკობი იყო,ის მოღვაწე,რომელმაც დააყენა საკითხი,საქართველოს ყველა სასწავლებელში საღმრთო სჯული მშობლიურ ენაზე ესწავლებინათ.

ჩვენი სამშობლო – “საქართველო”,ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე,სადაც 1983 წელს,ქართველმა ერმა – “დედა ენას” ძეგლი დაუდგა,შესანიშნავი ქართველი მოქანდაკის ელგუჯა ამაშუკელის ხელით. (ავტორი გენია.ჯი)