ივანე ჯავახიშვილი – “ეპიზოდი”
დიდი ქართველი ისტორიკოსი,მეცნიერი,ქართული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი (რომელშიც თავიდან 310 სტუდენტი სწავლობდა,აქედან 128 მანდილოსანი და 182 ვაჟი.მათ გარდა 96 თავისუფალი მსმენელი),“ქართველი ერის ისტორიის” დამწერი,”ქართული სამართლის ისტორიის” გამომკვლევი და ნიკო მართან ერთად უძველეს ხელნაწერებში დაფარული საქართველოს ისტორიის მკვლევარი - ივანე ჯავახიშვილი წერდა:
“სამეცნიერო მუშაობა ბედნიერებაა.ეს ისეთი ბედნიერებაა,რომ ყველას ხვედრს არ წარმოადგენს და ვინც ბედნიერია,რომ ბუნებისაგან დაჯილდოებულია ნიჭით,აქვს ნებისყოფა,აქვს აგრეთვე გატაცება,ის უნდა გრძნობდეს,რომ ვალდებულია გადაუხადოს იმ ერს,რომლისგანაც წარმოშობილა”. (ავტორი გენია.ჯი)