ჯეკ ლონდონი – „ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მწერლის და საზოგადო მოღვაწის - ჯონ გრიფიტ ჩეინის, იგივე ჯეკ ლონდონის (1876-1916 წლები) კალამს 50 წიგნი ეკუთვნის.აქედან 44 წიგნი მისსავე სიცოცხლეში დაიბეჭდა, ხოლო 6 წიგნი კი მისი გარდაცვალების შემდგომ. იგი წერდა არა მარტო რომანებს, არამედ მოთხრობებს და პიესებსაც. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია, რომ ორმოცდაათივე მისი წიგნი ჯეკ ლონდონმა თავის ლიტერატურული მოღვაწეობის 17 წელიწადის მანძილზე დაწერა. ცნობილია ის გარემოებაც, რომ იგი საკმაოდ დიდი შემოსავლების მქონე მწერალი იყო. თითოეული წიგნის გამოცემისას ჰონორარის სახით – 50 000 ათას დოლარს უხდიდნენ. მიუხედავად ამისა, ჯეკ ლონდონი მაინც განიცდიდა ფინანსურ კრიზიზს. სიცოცხლის ბოლო წლებში შემოქმედებითი კრიზისი დაეწყო. ეს კი გამოწვეული გახლდათ ალკოჰოლიზმისაგან. (ავტორი გენია.ჯი) „შემოქმედებითი კრიზისის” პერიოდში იძულებული გახდა თავისი ახალი რომანისათვის სიუჟეტიც კი ეყიდა. მან ახლად დამწყები ამერიკელი მწერლის – ლუის სინკლერისაგან – 78 000 ამერიკულ დოლარად იყიდა სიუჟეტი, რომელიც შემდგომ გამოიყენა თავის ცნობილ ნაწარმოებში – „მკვლელობათა ბიურო”. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჯეკ ლონდონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (მორფის გადაჭარბებული დოზით). ამ ვერსიას ამყარებს მის მიერ დაწერილი ბიოგრაფიული ნაწარმოებიც – „ჯეკი ქერის ორმოში”, სადაც მწერალმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირა თვითმკვლელობის შესახებ. თუმცა მის მიერ ჩადენილი სუიციდი ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ერთი რამ, რაც დადასტურებული ფაქტია, გახლავთ ის, რომ უდიდესი ამერიკელი მწერალი – ჯეკ ლონდონი გარდაიცვალა მორფის გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად. – (ავტორი გენია.ჯი)