ალ-ჰამავი იაკუთი
ალ-ჰამავი იკუთი - (სრული სახელი და გვარია - იბნ აბდ ალ-ლაჰილ ალ-რუმი ალ-ჰამავი),დაიბადა 1179 წელს,მცირე აზიაში.იგი გახლდათ გამოჩენილი არაბი მეცნიერი,მწერალი,ფილოლოგი,ისტორიკოსი და გეოგრაფი.ალ-ჰამავი იაკუთი,წარმომავლობით მცირე აზიელი ბერძენი იყო. (ავტორი გენია.ჯი) მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია,რომ ბავშვობაში გაიტაცეს და გაყიდეს ბაღდადის მონათა ბაზრობაზე.მისი მყიდველი იყო სირიელი ასკარ იბნ-იბრაჰიმ ალ ჰამავი,რომელმაც იგი მუსულმანური ტრადიციებით აღზარდა.ამასთანავე შეასწავლა კლერკობა და თავის სავაჭრო აგენტადაც აქცია.აღნიშნული პროფესიის გამო ალ-ჰამავმა არა ერთხელ იმოგზაურა ქარავნებით – ეგვიპტეში,სირიაში,პალესტინაში,არაბეთში,აზერბაიჯანში,ირანში,მესოპოტამიაში და სპარსეთის ყურის კუნძულებზე.1199 წელს იგი განთავისუფლდა ბატონის ყოველგვარი ვალდებულებებისაგან,რის შემდეგაც მთელი ცხოვრება მეცნიერულ ცხოვრებას მიუძღვნა.თავად იწერდა სხვადასხვა ნაწარმოებებს.გარდა ამისა,დაიწყო წიგნებით ვაჭრობა.1213 წლამდე იცხოვრა ბაღდადში,რის შემდეგაც კვლავ იწყებს მოგზაურობას. (ავტორი გენია.ჯი) მოგზაურობის დროს ეწეოდა სამეცნიერო ჩანაწერების კეთებას.მის ნაშრომთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,დიდი გეოგრაფიული ლექსიკონი – „მუჯამ ალ-ბულდანი” („ქვეყნების ანბანზე გაწყობილი ლექსიკონი”) და ბიოგრაფიული წიგნი – „ქითაბ ირშად ალ-არიბ ილა მარიფათ ალ-ადიბ” („ლიტერატორების ლექსიკონი”). „მუჯამ ალ-ბულდანი” ის გეოგრაფიული ენციკლოპედიაა, რომელშიც ასახულია არაბული გეოგრაფიისა და ისტორიის ლიტერატურის მიღწევები.ასევე მოცემულია საინტერესო ცნობები ამიერკავკასიისა და კერძოდ – საქართველოს შესახებ.სამეცნიერო ნაშრომების შეკრებას ალ-ჰამავი მთელი ცხოვრების მანძილზე ეწეოდა ისტორიის,გეოგრაფიის,კულტურის,რელიგიის,ფილოოგისს თემებისა და მეცნიერების მოღვაწეთა ბიოგრაფიების შესწავლას.გეოგრაფიული ენციკლოპედიის შედგენა 1224 წელს დაასრულა.ენციკლოპედიამ იმთავითვე უდიდესი ინტერესი გამოიწვია მეცნიერებსა და გეოგრაფებში.ალ-ჰამავი იაკუთი გარდაიცვალა 1229 წელს სირიის ქალაქ ჰალაბში.იგი გახლდათ იმ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული მეცნიერი,რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება,მეცნიერების მრავალი განშტოების შესწავლასა და გავრცელებას მიუძღვნა. (ავტორი გენია.ჯი)