გუსტავ მაიერის ბიოგრაფიიდან…
გამოჩენილი ავსტრიელი მწერალი-ექსპრესიონისტი,დრამატურგი და მთარგმნელი,ავტორი შესანიშნავი ნაწარმოებებისა – ”თეთრი დომინიკელები”,”დასავლეთის ფანჯრის ანგელოზი” და “ლილისფერი სიკვდილი” - გუსტავ მაიერი (1868-1932 წლები),24 წლის ასაკში თვითმკვლელობას აპირებდა.მან აღნიშნული მოვლენა ავტობიოგრაფიულ წიგნში – “ლოცმანი”,აღწერა.მწერალი წიგნში წერდა,რომ 1932 წელს ჩავარდა ღრმა სულიერ დეპრესიაში,რა დროსაც გადაწყვიტა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.როდესაც ამ საშინელი აქტის აღსრულება გადაწყვიტა,ამოიღო იარაღი და იმ დროს,როდესაც სახლეტზე თითი უნდა გამოეკრა,კარებთან რაღაცამ გაიშრიალა.იგი ყურადღებით დააკვირდა კარების ქვემოთ დატანებული ხვრელიდან შემოცურებულ ბროშურას.ბროშურას კი საოცარი სახელწოდება ჰქონდა – “სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ”.როგორც მწერალი წერდა,ბროშურამ იმდენად დიდი გავლენა მოახდინა მის ფსიქიკაზე,რომ სუიციდი გადაიფიქრა.სწორედ ეს ფაქტი იქცა,მწერლის მისტიკური ჟანრის ნაწარმოებების შექმნისა.შემდგომ წლებში,გუსტავ მაიერმა არაერთი უბედურება გადაიტანა.1932 წლის 12 ივნისს,მისმა ვაჟმა – ფორტუნატმა,სწორედ იმ ასაკში (24 წელი) მოიკლა თავი,რა ასაკშიც თავად აპირებდა თვითმკვლელობას (გუსტავის ვაჟს,ხერხემლის ძვლის უმძიმესი ტრამვა ჰქონდა მიღებული და გამოჯანმრთელების არანაირი იმედი აღარ გააჩნდა).ამ ფაქტმა მწერალი კიდევ უფრო დიდ დეპრესიაში ჩააგდო.შვილის დაღუპვის შემდეგ,გუსტავ მაიერმა მხოლოდ ექვსი თვე იცოცხლა (გარდაიცვალა 1932 წლის 4 დეკემბერს),რის შემდეგაც მისი ცხედარი საკუთარი შვილის გვერდით იქნა დაკრძალული. (ავტორი გენია.ჯი)