ქუინტუს ასკონიუს პედანიუსი
ქუინტუს ასკონიუს პედანიუსი - დაიბადა ჩვ.წ.აღ-მდე 9 წელს,ვენეტოს პროვინციის,ქალაქ – პატავიაში (თანამედროვე პადუა – იტალია).იგი წარმოადგენდა დიდ რომაელ ფილოლოგს,მწერალსა და ისტორიკოსს,რომელმაც განსაკუთრებით სახელი გაითქვა,უდიდესი რომაელი პოლიტიკური მოღვაწის (კონსული) და ძველი რომის ყველაზე სახელგანთქმული ორატორის – მარკუს ტულიუს ციცერონის,გამოსვლების კომენტარებით.მისი შემოქმედება და მოღვაწეობა დაემთხვა,რომის იმპერატორის – კლავდიუსისა და საყოველთაოდ ცნობილი რომაელი დიქტატორისა და ოდიოზური პიროვნების – ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისრის,მმართველობის პერიოდებს.მის კალამსვე ეკუთვნის ბიოგრაფიის დაწერა,ისეთი ცნობილი პიროვნების შესახებ,როგორიც იყო დიდი რომაელი ისტორიკოსი და რეფორმატორი ანტიკური ისტორიოგრაფიისა – გაიუს სალუტიუს კრისპუსი.(ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა იგი თავგამოდებით იცავდა კრიტიკოსთა “შემოტევებისაგან”,უდიდეს რომაელ პოეტსა და “ენეიდების” ავტორს – პუბლიუს ვერგილიუს მარონს.მიუხედავად,პედანიუსის მრავალი ნაშრომის მიძღვნისა – ვერგილიუსისადმი,დღემდე არც ერთ მათგანს ჩვენამდე არ მოუღწევია.
54-57 წლებში,მან დაწერა კომენტარები – ციცერონის აბსოლუტურად ყველა გამოსვლისა,რომელთაგან დღემდე მხოლოდ ხუთმა მათგანმა მოაღწია.მისი კომენტარები კიდევ უფრო ფასეული და მნიშვნელოვანია იმიტომ,რომ მათში გადმოცემული და აღწერილია ციცერონის მრავალი დაკარგული ნაშრომების და გამოსვლების შესახებ ინფორმაციები,რომელთა რეკონსტრუირებაც,სწორედ პედანიუსის კომენტარების წყალობით იქნა შესაძლებელი.გარდა ამისა,ქუინტუსის მიერ დაწერილი იმ პერიოდში მიღებული ძველი რომის სენატის აქტებიც,ერთ-ერთ უდიდეს ისტორიული ღირებულების მქონე წყაროებად არის მიჩნეული.
1416 წელს,გალენის ბიბლიოთეკაში საკმაოდ დაზიანებული ფორმებით,აღმოჩენილ იქნა ქუინტუს ასკონიუს პედანიუსის მიერ დაწერილი კომენტარები,სადაც გაკრიტიკებულ იყვნენ – პიზონი,კორნელიუსი,მილონი და სხვა ცნობილი რომაელები. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით,ორიგინალი აღნიშნული ხელნაწერისა,საბოლოოდ იქნა დაკარგული.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ პედანიუსის მიერ დაწერილი კომენტარები გაჯერებული გახლდათ ფაქტობრივი და გრამატიკული ახსნა-განმარტებებით.შესაბამისად,ისინი საკმაოდ მაღალ დონეზე იქნა ავტორის მიერ დაწერილი.სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში პედანიუსი დაბრმავდა და ცხოვრების დარჩენილი 12 წელიწადი სრულიად უსინათლომ გაატარა. (ავტორი გენია.ჯი)
ახ.წ.აღ-ით 78 წელს – ქუინტუს ასკონიუს პედანიუსი,იტალიის დედაქალაქ რომში გარდაიცვალა.მისმა მოღვაწეობამ და შემოქმედებამ კი იმთავითვე უდიდესი როლი ითამაშა მრავალი რომაელი ცნობილი პიროვნებისა თუ ისტორიული ფაქტების შესწავლა-გამოკვლევაში.