გაბრიელ ხოსე გარსია მარკესი – “ეპიზოდი”
გენიალურ კოლუმბიელ მწერალს - გაბრიელ ხოსე გარსია მარკესს,2006 წელს ქალაქ არაკატაკას (მარკესის მშობლიური ქალაქი) მერმა – პედრო სანჩესმა შესთავაზა,რომ არაკატაკაზე გადაერქვათ სახელი და ქალაქისათვის ეწოდებინათ – მაკონდო,რომელიც თავის მხრივ – “მარტოობის ას წელიწადში” მოხსენიებული დასახლებაა.მარკესმა შემოთავაზებულ წინადადებაზე თანხმობა განაცხადა,თუმცა განაცხადა,რომ არჩევანი მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით უნდა დამდგარიყო.ქალაქ არაკატაში (51 975 მოსახლე),დაინიშნა რეფერენდუმი,სადაც მოსახლეობას უნდა გამოეხატა საკუთარი აზრი,სურდათ თუ არა მათ,ქალაქს სახელი გადარქმეოდა და მაკონდო დარქმეოდა.ამომრჩეველთა 90%-მა თანხმობა განაცხადა აღნიშნულ წინადადებაზე,თუმცა არაკატაკას სახელი მაინც არ შეცვლია. (ავტორი გენია.ჯი) მიზეზი ამისა,არჩევნებში მონაწილეთა მცირე აქტივობა გახლდათ.კოლუმბიური კანონმდებლობით,არჩევნების შედეგები ანულირდება იმ შემთხვევაში,თუკი საარჩევნო უბნებზე არ გამოცხადდება მოსახლეობის ნახევარი მაინც.შესაბამისად – მაკონდო,კვლავ ”მარტოობის ასი წლის” ქალაქად დარჩა. (ავტორი გენია.ჯი)