პაჩა კამაკი
პაჩა კამაკი - ინკების მითოლოგიის მიხედვით წარმოადგენდა – “სამყაროს შემოქმედს”.სწორედ მის სახელთან ასოცირდებოდა დედამიწაზე ქალისა და მამაკაცის შექმნა-მოვლინება.აღნიშნულ ღვთაებას,განსაკუთრებით ეთაყვანებოდნენ ძველ სამეფო იჩმაში,კერძოდ ქალაქ პაჩაკამაკაში.მას გააჩნდა ალტერნატიული სახელებიც – პაჩარურაქი და პაჩირისუ. (ავტორი გენია.ჯი) ინკების მითოლოგიის თანახმად,როდესაც პაჩა კამაკმა შექმნა ქალი და მამაკაცი,დაავიწყდა მათთვის საკვების მიცემა.შიმშილის სედეგად,მამაკაცი გარდაიცვალა,ხოლო ქალმა,იმისათვის,რომ ისინი პაჩა კამაკმა უყურადღებოდ მიატოვა,დაწყევლა და შეაჩვენა იგი.პაჩა კამაკი წყევლამ გააღიზიანა და გაანაყოფიერა ქალი.მისი შვილი კი სამყაროს მოვლინებისთანავე ნაკუწებად აქცია.ქალის,მეორე შვილი – უიჩამა გაექცა პაჩა კამაკს,რის გამოც განრიხებულმა ღვთაებამ შვილის ნაცვლად ქალი (დედა) მოკლა. (ავტორი გენია.ჯი) დედის მკვლელობით,შურით აღვსილმა უიჩამამ პაჩა კამაკი კლდიდან ოკეანეში გადააგდო.ინკების მიერ,იჩამას ქვეყნის დაპყრობის შემდეგ,მათაც აღიარეს მისი კულტი და სხვადასხვა მითებიც შეთხზეს მასზე.იყო ვერსია,რომ პაჩა კამაკი ინტისა და კალმეს შვილი იყო.მას სემდეგ რაც ინკების რელიგიაში მონოთეისტურმა ტრადიციებმა დაიწყო განვითარება,პაჩა კამაკი ღვთაება ვირაკოჩას დაუახლოვეს და ფაქტიურად ერთ ღვთაებადაც აქციეს იგი. (ავტორი გენია.ჯი)