“დამაკვირდი”

1. იქნებ ის,რაც ჩვენ ასე გვიზიდავს ცხოვრებაში,რაც ამდენ აღტკინებას იწვევს ჩვენში და ხშირად თავსაც კი გვავიწყებს,თავისთავად არაფრად ღირდეს. – “ლეო ქიაჩელი”

2. ჩვენ ყველანი საგნების თოკზე ვკიდივართ დღე და ღამ და გამვლელ-გამომვლელს ვეღრიჭებით: “ძირს ჩამომიღე,დამასვენე,შე ქრისტიანო…” – “კონსტანტინე გამსახურდია”

3. ხშირად ასეცაა,ადამიანი შეცდომათა ქარცეცხლში გავლით უფრო უახლოვდება თავის ჭეშმარიტ ბუნებას,ვიდრე ორთოდოქსული შეუცდომლობით. – “ოტია პაჭკორია” (ავტორი გენია.ჯი)

4. ქვეშევრდომთა სახით მე მჭირდება ბოროტი,მაგრამ მოთვინიერებული და ჯაჭვით დაბმული პირუტყვები. – “ლუდოვიკო XIV” (რომანიდან – “ანჯელიკა”)

5. დათესეთ საქციელი და მოიმკით ჩვევას; დათესეთ ჩვევა – მოიმკით ხასიათს; დათესეთ ხასიათი – მოიმკით ბედს. – “უილიამ თეკერეი”

6. სინათლე – სიტყვის მთავარი ღირსებაა. – “არისტოტელე”

7. ჭეშმარიტება ყველა სიკეთეს აღემატება. – “ბუდისტური სიბრძნე” (ავტორი გენია.ჯი)

8. თუ ნამდვილი მწერალი დადუმდა,ის კვდება. – “მიხეილ ბულგაკოვი”

9. თუ არ გსურს უარი მოისმინო,ნურაფერს ითხოვ. – “ჯონ დრაიდენი”

10. სახელმწიფოს დამსახურებანი ცალკეულ პირთა დამსახურებანია. – “ჯონ სტიუარტ მილი”