ამურრუ
ამურრუ - წარმოადგენდა ძველ სახელმწიფოს თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე,რომელმაც XV საუკუნის დასაწყისიდან XVIII-ის საუკუნის 50-იან წლებამდე იარსება.მის დამაარსებლად მიჩნეულია,ვინმე – აბდიაშირტა,რომელიც თავის მხრივ ნახევრად ხურიტული და ნახევრად ამორული ოჯახის წარმომავლობის იყო. (ავტორი გენია.ჯი) აბდიაშირტამ შესძლო ადგილობრივი ხაპირების მეშვეობით,სირიის მთებში პატარა სახელმწიფო ჩამოეყალიბებინა.თავად ხაპირების წარმოშვების შესახებ,ისტორიულად ცნობილი არაფერია,თუმცა მეცნიერთა და ისტორიკოსთა ვარაუდით,ისინი ერთი ტომობრივი გაერთიანების ხალხი არ უნდა ყოფილიყვნენ.მათ შემადგენლობაში შედიოდნენ,როგორც ადგილობრივი მვიდრი მოსახლეობა,ასევე სირიელები და პალესტინელები.მათ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა ეგვიპტელთა ბატონობისაგან თავის დახსნა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს გახლდათ მიზეზი ზემოთ აღნიშნული ხალხის მთებში გაიხიზვნისა და შემდგომ – ამურრუს სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა.რადგან,ახლად ჩამოყალიბებული ქვეყნის მოსახლეობა სხვადასხვა ტომობრივი კავშირიდან შედგებოდა,ამურრუს სახელმწიფოც სხვადასხვა ტომობრივი გაერთიანებისაგან შექმნილ კონფედერაციულ ქვეყანად იქცა.ქვეყნიდან ექსპორტზე გადიოდა – მერქანი,ღვინო,ბალზამი და საკმეველი.ისტორიის სხავასხვა ეპოქებში- ამურრუ ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას,თუმცა უმეტესად მაინც,ეგვიპტური და ხეთური ქვეყნების მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. XVIII საუკუნის 50-იან წლებში,ზღვის ხალხების შეჭრის შედეგად,ამურრუს ქვეყანამ არსებობა,როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ,საბოლოოდ შეწყვიტა. (ავტორი გენია.ჯი)