სიგირიია
სიგირიია – შრი-ლანკაში მდებარე უძველესი კლდეში ნაკვეთი ციხე-სიმაგრე და სასახლის ნანგრევების კომპლექსია.მას ადგილობრივები მოიხსენიებენ,როგორც – “ლომთა კლდეს”.კლდის სიმაღლე ზღვის დონიდან 370 მეტრია.იგი განთავსებულია შრი-ლანკას ცენტრალურ ნაწილში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სიგირიიას მიმდებარე ტერიტორია ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში იყო დასახლებული. (ავტორი გენია.ჯი) თავად კლდეში ნაკვეთი ქალაქი ბუდისტებმა ააგეს ძვ.წ.აღ-ით V საუკუნეში,შრი-ლანკას უსასტიკესი მეფის – კასაპას ბრძანებით.ცნობილია,რომ კასაპას ჰყავდა უმცროსი ძმა – მოგალანა,რომელსაც მამის გარდაცვალების შემთხვევაში,წესის და რიგის მიხედვით სამეფო ტახტი უნდა დაეკავებინა.თუმცა ასე არ ფიქრობდა,ბოროტებით განთქმული კასაპა.მან,ძვ.წ.აღ-ით 477 წელს ძალაუფლება ძალადობრივად ჩაიგდო ხელში,რის შემდეგაც საკუთარი მამა ცოცხლად დამარხა.კაპასას ძმამ კი გაქცევით უშველა თავს.მიუხედავად იმისა,რომ კასაპა განუსაზრვრელ ძალაუფლებას ფლობდა,მას მთელი ცხოვრება ჰკლავდა საკუთარი ძმის შიში.იგი ფიქრობდა,რომ მოგალანა,ოდესღაც ძმას,ჩადენილი საშინელებების გამო პასუხს აგებინებდა.სწორედ ეს შიში გახლდათ ამ უნიკალური ტაძრის აგების უმთავრესი მიზეზი.სიგირიია,სადაც საკუთარი სამეფო რეზიდენცია გადაიტანა,ერთ-ერთი მიუვალი ადგილი იყო,მისი მტრებისათვის.კომპლექს გარს აკრავს ბაღების ქსელი და სხვა და სხვა სტრუქტურები. (ავტორი გენია.ჯი) მასზე ასასვლელად ათასი კიბის საფეხურია ამოჭრილი.სიგირიია ასევე ცნობილია უძველესი მხატვრობის შესანიშნავი ნიმუშებით.იქვე აგებულ იქნა ბუდისტური მონასტერი.აღნიშნული კომპლექსის შესახებ ევროპელთათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1907 წელს,მაშინ,როდესაც ბრიტანელმა მკვლევარმა – ჯონ სტილმა,ნახა და აღწერა იგი.ტაძარზე ასევე ამოკვეთილია პოეზიის ნიმუშები,რომლებიც VIII საუკუნით თარიღდება.დღესდღეობით სიგირიია,შრი-ლანკის ერთ-ერთ უდუდეს ისტორიულ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენს.მას უამრავი ტურისტი სტუმრობს.1982 წელს – სიგირიია,”იუნესკომ” – მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა. (ავტორი გენია.ჯი)