ილია ჭავჭავაძე – “ქართველი ერის ისტორიის შესახებ”…
“ჩვენ ერს ორი ათასი წელიწადი უცხოვრია ისტორიულის ცხოვრებით.ბევრი მაგარი და ბევრიც უვარგისი ქვა ჩაუგდია საძირკველში,რომელზედაც დღეს ჩვენი აწმყოა დამყარებული მერმისის ამოსაგებად.რომ მართლა ესეა,ამის საბუთი თვალწინ გვაქვს.რა შეგვინახავდა ამ ერთ მუჭა ხალხს ამ ორი ათას წელიწადს ამოდენა დაუძინებელ მტრებს შორის.რათ და როგორ შეგვარჩენდა ხარბობა უცხო თემთა ამ მშვენივრად შემკულს წალკოტსა,რომელსაც საქართველოს ეძახიან,თუ ჩვენს წარსულს ჩვენის ცხოვრების საძირკველში მაგარი ქვა არ ჩაედგა.ეს ერთის მხრით,მეორეს მხრით – რა ჩამოგვარჩენდა ასე უწყალოდ სხვა ქვეყნებსა და განათლებასა,ან გამდიდრებაში,ან ამისთანა ქვეყნის პატრონთა ცხოვრების საძირკველში მაგარ ქვასთან ერთად უვარგისი ფხვნილი ქვაც არ ჩაეყოლებინა ჩვენს ისტორია”. (ავტორი გენია.ჯი)